2 ოქტომბერს, ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორები, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად, სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრნენ და რექტორს ბატონ ვაჟა ვარდიძეს შეხვდნენ.
შეხვედრის დროს დიდი ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო სისტემაში ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. პროფესორებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა.
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტთან უკვე წლებია თანამშრომლობს. პარტნიორული ურთიერთობა ხელს უწყობს საქართველოს კარიტასის შინმოვლის გუნდის შესაძლებლობების გაძლიერებასა და საქართველოში საექთნო საქმის განვითარებას.