მარია მონტესორმა თქვა: „თამაში ბავშვის სამსახურია“. ასე რომ თქვენ სად თავსდებით მათ სამსახურში? უფროსი ხართ? ლიდერი? მწვრთვენილი? კოლეგა? ბევრი თამაში სარგებელს იძლევა, მაშინ, როდესაც მისი შექმნისა და განხორციელების პროცესში ჩართულია უფროსი.
წამყვანი vs მხარდამჭერი
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მხარდამჭერი და წამყვანი, იგივე მაკონტროლებელი, ორი განსხვავებული როლია, რომელიც შეუძლია ზრდასრულს მოირგოს ბავშვთან თამაშის პროცესში, და მხოლოდ ერთ მათგანს შეუძლია მოგვცეს რეალური სარგებელი.
როდესაც უფროსი აკონტროლებს, წაუძღვება ბავშვის თამაშს, ის ამ დროს უგულებელყოფს თამაშის ბაზისურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ეს პროცესი არის ბავშვის მხრიდან თავისუფალი არჩევანისა და საკუთარი, უნიკალური, სპონტანური წესების სინთეზი. როდესაც ბავშვი აღმოჩენის პროცესში კარგავს თავისუფლების განცდას, ამავდროულად იკარგება თამაშის პროცესში მიღებული გამოცდილების ღირებულებაც.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მხარდამჭერის პოზიცია, ვიქნებით იქ და იმჟამად და ვიქნებით ჩართულნი, ჩვენ ამ მიდგომით ბავშვებს უფლებას ვაძლევთ განავითარონ უნარ-ჩვევები, შეიმეცნონ სამყარო თამაშის პროცესში. ყველაზე კარგი რამ, რაც უფროსებს შეუძლიათ, არის, სწორედ ამ შესაძლებლობის მიცემა ბავშვებისათვის, ახალი, უნიკალური გამოცდილების შესაძენად.
დფჯაფ
მნინელოვანია თამაშის პროცესში გავითვალისწინოთ შემდეგი კომპონენტები:
dFF
- თამაშის დაგეგმვა
მიუხედავად ყველაფრისა, უფროსები არიან ის ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ ბავშვის გარემოს. დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვისთვის გაქვთ მხიარული და შესაფერისი გარემო, რომელიც მათ ზრდას შეუწყობს ხელს.
- ყურადღება მიაქციეთ გარემოსა და სტეუქტურას. როდესაც თქვენ სტრუქტურას ჰქმნით (როგორც სახლში, ასევე გარეთ) ბავშვის ძლიერი მხარის, შესაძლებლობებისა და საჭიროებების მიხედვით, თქვენ აძლიერებთ მათ კანონზომიერ თამაშს, რაც დაეხმარება მათ წარმატებასა და დამოუკიდებლობაში.
- უახლოესი განვითარების ზონა. მოახდინეთ ბავშვის უკვე არსებული ცოდნის გამოწვევა. განსაზღვრეთ ყურადღებით, თუ რა გამოსდის მას კარგად და დამოუკიდებლად მოცემულ მომენტში და რა არის მისი განვითარების მომავალი საფეხური. აქტივობები და მასალები შესთავაზეთ ისე, რომ ეყრდნობოდეს მის არსებულ გამოცდილებას, თუმცა, ამავდროულად ხელს უწყობდეს განვითარების მომავალ ეტაპებს.
- უზრუნველყავით არჩევანი. მიეცით ბავშვს თავისუფლება, თავად გააკეთოს არჩევანი, ეს დაეხმარება მას, განვითარების პროცესი (თამაში) მოარგოს საკუთარ ინტერესებსა და შესაძლებლობებს.
- მხარდამჭერი თამაში
იმისათვის, რომ დაეხამროთ ბავშვს სწავლებისა და ცოდნის მიღებაში, მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში თავად იცნობდეთ მას, ამაში კი მნიშნელოვნად დაგეხმარებათ მხარდამჭერი თამაში.
- ისაუბრეთ თამაშის შესახებ. მოზრდილების ჩართულობას შეუძლია გააფართოვოს და მხარი დაუჭიროს ბავშვის თამაშს. ამის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას კი წარმოადგენს თამაშის შესახებ საუბარი. ჩართული მხარდამჭერი თამაშის დროს, ბავშვები გრძნობენ, რომ თქვენ ერთგვარი ინვესტიცია ჩადეთ და პატივს სცემთ მათ გადაწყვეტილებებს.
- თამაშის გაფართოება. აქტიური მონაწილეობით თამაშში, როდესაც თქვენ ამ პროცესში „დაპატიჟებული“ ხართ, შეგიძლიათ გააძლიეროთ მათი არსებული ცოდნა და ამავდროულად დაანახოთ ახალი კავშირები. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ პოზიტიური ქცევების ან ინტერაქციის მოდელირებით.
- პრობლემების პრევენცია. აქტიური ჩართულობის შედეგად თამაშის პროცესში, უფროსებს შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ თუ კი გარკვეული კონფლიქტი იჩენს თავს, ეს შეიძლება იყოს ინტერპერსონალური კონფლიქტი ან გარემოს უსაფრთხოებაზე მიმართული. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ბავშვებს ესაჭიროებათ შესაძლებლობები, რათა პრობლემის გადაჭრაში და კონფლიქტის მოგვარებაში დამოუკდიებლად.
- თამაშის განხილვა
თამაშის განხილვა დაგეხმარებათ შეაგროვოთ კომპლექსური ინფორმაცია და დაეხმაროთ ბავშვს მომავალში აქტივობებისა და ინტერესების გაფართოებაში.
- პროცესი. დაკვირვებით, საუბრითა და მოსმენით თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ კონკრეტული თამაშის მოტივის, ეფქტურობისა და მხიარულობის შესახებ. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მომავალში შესათავაზოთ მათ ღირებული აქტივოებბი.
- სივრცეზე დაკვირვება. იფიქრეთ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს კონკრეტული სივრცე თქვენი შვილის თამაშის პროცესზე და გამუდმებით ეცადეთ შესთავაზოთ მათ გაუმჯობესებული გარემო.
- კრიტიკული მსჯელობა. თქვენ მართლა შეგიძლიათ ღირებული ინფორმაციის მიღება დაკვირვებისა და ინტერაქციის პროცესის შედეგად. ეს ცოდნა კი გამოიყენეთ იმის განსასაზღვრად, თუ რა აინტერსებს, როგორია მისი ურთიერთობისა და ინტერაქციის გზები, მისი შესაძლებლობები და იზრუნეთ ამ კომპონენტების დახვეწაზე.
აქტიური ჩართულობით ბავშვის თამაშში, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ სწავლებისა და ზრდის პროცესში. თქვენ ქმნით შესაძლებლობებს, მხარდაჭერაზე და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, რაც თავისთავად ბავშისთვის ხდება მოდელი, სხვისი დახმარების, ინტერაქციისა და პატივისცემის.