Covid-19-ის გავრცელების შემცირების მცდელობის ფონზე, ქვეყნის მასშტაბით სკოლებმა და სხვა ბავშვთა ზრუნვის პროვაიდერებმა შეწყვიტეს სერვისის მიწოდება ან გადაინაცვლეს ონლაინ მუშაობაზე. ასე, რომ მათ უამრავი მშობელი დატოვეს ძალიან ბუნდოვანი კითხვის ამარა:
„რა ვაკეთო მთელი დღე ჩემს შვილებთან ერთად?“
fjbdcd
ნორმალურ პირობებშიც კი ეს დიდი გამოწვევა იქნებოდა მშობლებისათვის და ახლა კი, ის კიდევ უფრო უჩვეულო და ძნელად გადასაჭრელი პრობლემაა. მარტივი მიზეზის გამო - ბავშვები ვერ მიდიან პარკში, სათამაშო მოედანზე, გასართობად, მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი მთლიანად არიან ამოვარდნილი ჩვეული ფორმიდან. ამას კი ემატება ისიც, რომ უამრავ ჩვენგანს უწევს სახლიდან მუშაოაბა და ჩვენი რუტინული დღეები ხშირად სპირალივით იხვევა და გვირგვინდება ქაოსით.
თქვენ ალბათ გიჩნდებათ ბუნებრივი კითხვა, მაშ როგორ უნდა ვმართო ეს უწესრიგობა, ქაოსი? პასუხი ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე კითხვა - შექმენით დღის რუტინა და მიეცით თქვენს შვილებს სტრუქტურა. ბავშვები თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობენ როდესაც გარემო პროგნოზირებადია. რუტინები და ცხრილები გვეხმარება, ჩვენ ყველას, რათა ვიცოდეთ, რა არის მოსალოდნელი, რა მოხდება შემდეგში და რას ელიან ჩვენგან სხვები.
მაგრამ სანამ დაიწყებთ კოვიდზე მორგებული ფერადი და უნიკალური ცხრილის მოძიებას, რომელიშიც დღის განმავლობაში თითოეული წუთი იქნება გათვლილი, დაფიქრდით იმაზე, რომ მე ვსაუბრობ მარტივ ცხრილზე რომელსაც ჰქმნიან რეალური, ჩვეულებრივი მშობლები. თავდაპირველად თქვენს გონებაში გააკეთეთ თქვენი ოჯახის ერთი დღის სქემა, და არ დაგავიწყდეთ მისი მოქნილობის გათვალისწინება. რუტინა არ უნდა იყოს რიგიდული, თუმცა, ამავდროულად ის უნდა იყოს კონსისტენტური და პროგნოზირებადი.
sdhL
- ჩართეთ ბავშვები. მნიშვნელოვანი და ხშირად კრიტიკულიც კი არის, ბავშვების მონაწილეობა რუტინის შექმნის პროცესში. თუ ჩვენს მიზანს წარმოადგენს გარკვეული სტრუქტურირებული გარემოს შექმნა, მაშინ აუცილებად უნდა გავითვალისწინოთ მათი შეხედულებები და ინტერესები. გარდა ამისა თანამონაწილეობა ზრდის პასუხისმგებლობის განცდას მათი მხრიდან და ცხრილის გათვალისწინების შანს ყოველდღიურად კიდევ უფრო აძლიერებს.
- მცირეწლოვნებისთვის გამოიყენეთ ნახატები. თუ თქვენი შვილი ასაკით პატარაა და დამოუკიდებლად კითხვა არ შეუძლია, ტექსტების ნაცვლად გამოიყენეთ სიმბოლური მიმანიშნებლები სურათები, რომლებიც კარგად აღწერენ აქტივობას. მნიშვნელოვანია ბავშვთან შევათანხმოთ თითოეული სურათის მნიშნელობა, რათა შემდეგში თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა. გარდა ამისა სურათებიანი ცხრილი კიდევ უფრო სასიამოვნო აღსაქმელი იქნება ბავშვებისთვის, რაც გაზრდის მათი მხრიდან კეთილგანწყობას.
- არ იღელვოთ ცხრილში დარჩენილ თავისუფალ დროზე. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენ, მათ შორის ბავშვებიც ადამიანები ვართ და გვჭირდება თავისუფალი დრო. თუ ცხრილის შედგენისას დღის გარკვეული პერიოდი ცარიელი დარჩა შეხედეთ მას პოზიტიურად. ეს იქნება დღის ის პერიოდი, როდესაც თქვენი შვილი თავისუფლად შეძლებს არჩევანის გაკეთებას, დატკვბება საკუთარი დამოუკიდებლობითა და ავტონომიით.
- იყავით მოქნილები. თუ თქვენს საქმიანობაში გამოჩნდა ისეთი აქტივობა, რომელიც არ მისესდაგება უკვე შედგენილ რუტინას, ეს არ ნიშნავს მის გაუფასურებას. აუხსენით ბავშვს თუ რატომ მოხდა ცვლილებეი და მასთან ერთად გაიაზრეთ ის, რომ შემდეგში ისევ მსგავს პროგნოზირებად განრიგს გაჰყვებით.
- თანასწორობა. თუ თქვენი მიზანია ბავშვმა ნამდვილად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა და მიჰყვეს დღის რუტინას, პირველ რიგში ამის მოდელირება თქვენ და სხვა ოჯახის წევრებმა უნდა მოახდინოთ. ეს შეამცირებს პროტესტის განცდას თქვენს შვილში, და არ ექნება უთანასწორობის შთაბეჭდილება. საკუთარი თავისთვის შქმნილი დღის რუტინა არ არის ცალსახად მხოლოდ ბავშების მოტივაციისათვის, ის თავად თქვენც დაგეხმარებათ დროის ეფქტურ და რაციონალურ განაწილებაში.