აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეები ხშირად სირთულეებს განიცდიან სოციალური წესების აღქმისა და დაცვის პროცესში. კომუნიკაციის სხვადასხვა ასპექტზე მათ ესაჭიროებათ დახმარება, განსაკუთრებით კი ისეთ საკითხებში, როგორიცაა საუბრის დაწყება, ჯგუფში საუბარი, დათანხმება/არდათანხმება ან ცოდნა იმისა, თუ რომელი ქცევები უნდა განახორციელონ კონკრეტულ სიტუაციებში. მნიშვნელოვანია, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ვასწავლოთ სოციალური უნარ-ჩვევები, რათა შეეძლონ სხვადასხვა სოციალურ სიტუაციებში ადაპტირება და რელევანტური ქცევების გამოყენება.
აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას ერთ-ერთ ეფექტურ დამხმარე საშუალებას წარმოადგენს სოციალური ისტორიები, რომელიც ასახავს, თუ რომელი ქცევებია მისაღები და შესაფერისი კონკრეტულ სიტუაციებში. ამ ისტორიების შექმნა კი შეუძლია ყველა მასწავლებელსა თუ მშობელს კონკრეტული მოსწავლის უნარებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე.
რა არის სოციალური ისტორია?
სოციალური ისტორია (Social Story™) არის სოციალური სიტუაციის, მოვლენისა და აქტივობის მოკლე აღწერა, რომელიც მოიცავს სპეციფიკურ და კონკრეტულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის მოსალოდნელი და რატომ. ისინი უზრუნველყოფენ მოსწავლის ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებენ სხვა დამიანები ცალკეულ სიტუაციებში და, შესაბამისად, ქმნის შესაფერისი ქცევების რეპერტუარის ჩარჩოს. სოციალურ ისტორიებს გააჩნია სტრუქტურა და ფორმატი, რაც გულისხმობს სოციალურ მიმანიშნებლებს, პერსპექტივასა და რელევანტურ რეაგირებას. როგორც წესი, მისი ძირითადი მიზანი არა ქცევის ცვლილება, არამედ იფორმაციის გაზირებისა და იდენტიფიცირების უნარის განვითარებაა, რაც ბუნებრივ მხარდამჭერს წარმაოდგენს ალტერნატიული რეაგირებისათვის. სოციალუირ ისტორიები უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:
- სად და როდის ხდება ეს სიტუაცია?
- ვინ არის ჩართული?
- რა თანმიმდევრობით ვითარდება მოვლენები?
- რა ხდება?
- რატომ?
როდის ვიყენებთ სოციალურ ისტორიებს?
სოციალური ისტორიები, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით გამოვიყენოთ, მათ შორის ცვლილებების გაცნობა და ახალი რუტინა, სხვისი ქცევის მიზეზის ახსნა, სიტუაციაზე მიბმული კონკრეტული სოციალური უნარ-ჩვევების სწავლება, რუტინის, წესების, სიტუაციების, მოახლოებული მოვლენების აღწერა, აბსტრაქტული კონცეფციების ახსნა, სხვისი მოლოდინების გააზრება და აკადემიუირი უნარების სწავლება. სოციალური ისტორიები ასევე ეხმარება თანატოლებს, რათა გააცნობიერონ და გაიაზრონ აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლის პერსპექტივა და მისი ქცევების მოტივი ცალკეულ სიტუაციებში.
როგორ ვიყენებთ სოციალურ ისტორიებს?
სოციალური ისტორიების გამოყენების პროცესი იწყება მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებისა და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებით, რასაც წინ უძღვის დაკვირვებისა და შეფასების ეტაპი. მას შემდეგ, რაც გამოვლინდება სირთულეები კონკრეტულ სიტუაციებში, მასწავლებელი ან სხვა სპეციალისტი მიმართავს დაკვირვების მეთოდს, რათა გაიაზროს მოსწავლის პერსპექტივა, კერძოდ, კი ის, თუ რას ხედავს, რა ესმის, რას გრძნობს და ა. შ.
ისტორია უნდა დაიწეროს კონკრეტული მოსწავლის განვითარების დონის შესაბამისად და შეიცავდეს აღმწერ, დირექტიულ და პერსპექტიულ წინადადებებს. სოციალური ისტორიები განსხვავდება ერთმანეთისგან წინადადებების სტრუქრურისა და სურათების გამოყენებით. ის, შესაძლოა, ასახავდეს თავად პირველი პირის პერსპექტივას ან საპირისპიროდ, მესამე პირის პერსპექტივას.
როგორ შევქმნათ სოციალური ისტორიები?
- ბარათებში ქცევა ასახეთ პოზიტიურად (როგორ უნდა მოვიქცე ნაცვლად იმისა, თუ როგორ არ უნდა მოვიქცე).
- თავი აარიდეთ ნეგატიურ ქცევებზე მინიშნებას.
- გამოიყენეთ უფრო მეტად აღწერა, ვიდრე მითითებები.
- დაუკავშირეთ ისტორია კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობებსა და ინტერესებს.
- დააკვირდით, რამდენად ზუსტ და სწორ ინფორმაციას იყენებთ.
დაიწყეთ სოციალუირ იტორიის თემის იდენტიფიცირებით. თემის შერჩევა ხდება კონკრეტული ინდივიდის სოციალური გამოცდიელბითა და რეაგირების გზების მიხედვით. სათაური უნდა აღწერდეს თემის წამყვან შინაარს პოზოტიურად.
როდესაც სოციალური ისტორიების შექმნას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ მისი სტრუქტურის სამი ნაწილი:
- შესავალი (ნათელი და მკაფიო წინადადებები თემის შესახებ);
- შუა ნაწილი (დეტალური აღწერა ან ახსნა);
- დასკვნა (პოზიტიური განმტკიცება და შეჯამება).
სოციალურ ისტორიებს განსაზღვრული ფორმატი გააჩნია და ის მოიცავს ექვსი ტიპის წინადადებებს, ესენია აღწერითი, პერსპექტიული, კოოპერაციული, დამადასტურებელი, დირექტიული და მაკონტროლებელი.
adfaf
1. აღწერითი წინადადებები მოიცავს ინფორმაციას გარემოებების, აქტივოებებისა და ადამიანების შესახებ. აღწერითი წინადადებები
- შეესაბამება ჭეშმარიტებასა და არის დაკვირვებადი, ფაქტები.
- იდენტიფიცირებას უკეთებს კონკრეტულ სიტუაციაში ყველაზე რელევანტურ ფაქტორებს.
- წარმაოდგენს შეხედულებასა და დაშვებებს.
- არის ლოგიკური და ზუსტი.
- ხშირად პასუხს სცემს ისეთ კითხვებს, როგორიცაა რა, სად, როდის, როგორ, რატომ.
ჩვეულებრივ, ბავშვები გარეთ გადიან სათამაშოდ.
2. პერსპექტიული წინადადებები უზრუნველყოფს სხვა ადამიანების შესაძლო რეაქციების ახსნას. აღწერითი პროცესი მოიცავს სხვების შინაგანი მდგომარეობების იდენტიფიცირებსას, როგორიცაა ცოდნა, ფიქრები, გრძნობები, რწმენა, შეხედულებები, მოტივაცია, ფიზიკური მდგომარეობა და ა. შ.
ჩემს ძმას, ჩვეულებრივ, მოწონს ანიმაციების ყურება (გრძნობა)
kjafddflj/damfdk
ზოგი მოსწავლე ცდილობს სწრაფად დაამთავროს მათემატიკის დავალებები, რათა უფრო მეტი დრო გაატარონ კომპიუტერთან (მოტივაცია)
gffznvcm
3. კოოპერაციული წინადადებები
- ხაზს უსვამს, რა შეუძლიათ სხვებს ინდივიდის დასახმარელად;
- ახსენებს მშბლებს, თანატოლებს, სპეციალისტებს მათ როლს ინდივდის წარმატებაში.
- უზრუველყოფს თანმიმდევრულ რეაგირებას სხვადასხვა ადამიანებისგან.
ავტობუსის მძღოლი შემახსენებს, სად უნდა დავჯდე
fdakjkfmdakflm
მასწავლებელი დამეხმარება დავალების შესრულებაში
4. დამადასტურებელი წინადადებები
- აძლიერებს წინადადებების შინაარს და ხშირად გამოხატავს კულტურულ ან ინდივიდუალურ ღირებულებებს.
- ხაზს უსვამს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა კანონი, წესები და კიდევ ერთხელ არწმუნებს მკითხველს მათ საჭიროებაში.
მანქანაში ჩაჯდომისას ვეცდები ღვედი სწრაფად შევიკრა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია
dshsjn
უნიტაზი ჩარეცხვისას ხმებს გამოსცემს, ეს ნორმალურია
vjnfs
5. დირექტიული წინადადებები
- უზრუნველყოფს შეთავაზებას ან რეაგირების არჩევანს ცალკეულ სიტუაციებში.
- ფრთხილად მიუთითებს სასურველ ქცევაზე.
ეზოში შემიძლია ვითამაშო ქვიშაში ან საქანელებზე ვიკატაო
6. მაკონტროლებელი წინადადებები
- ფორმულირებულია ისე, რომ აღიქმებოდეს, როგორც თავად ინდივიდის მიერ გამოთქმული.
- იდენტიფიცირებას უკეთებს კონკრეტულ პერსონალურ სტრატეგიებს, რომელიც მომავალში უნდა გამოიყენოს მოსწავლემ.
თუ ჩემი ქვიშის სასახლე დაინგრევა, ჩემს მეგობარს შეუძლია დამეხმაროს თავიდან გაკეთებაში.
jdvbf;dakn
იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლეს დამოუკიდებლად კითხვა შეუძლია, სასურველია, უფროსმა, მასწავლებელმა წაუკითხოს სოციალური ისტორია ორჯერ და შემდეგ თავად მოსწავლემ გადაიკითხოს თავიდან დამოუკიდებლად. სიტუაციების სიმწვავიდან გამომდინარე კონკრეტული სოციალური ისტორიის წაკითხვა, შესაძლოა, ყოველ დღე შევთავაზოთ მოსწავლეს. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლეს დამოუკიდებლად კითხვა არ შეუძლია, შეგვიძლლია, გამოვიყენოთ ხმოვანი ჩანაწერები ან ვიდეო გამოსახულებები.