‘EUAV-ABC’ პროექტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს პარტნიორობას კარიტას ევროპისა და საერთაშორისო კარიტასის წევრ ქვეყნებთან, საქართველოს კარიტასმა მონაწილეობა მიიღო ტრენინგში მოხალისეების მენეჯმენტის შესახებ. ‘EUAV-ABC’-ის მიზანია, პროექტის მონაწილე ორგანიზაციების (ცხრა სხვადსხვა ქვეყნიდან) შესაძლებლობის განვითარება და მათი მომზადება საერთაშორისო მოხალისეების მისაღებად. ასევე, ტრენინგბისა და შეხვედრების ერთ-ერთი მისწარაფებაა მოხალისეთა მენეჯმენტის სისტემის ჩამოყალიბება.
ტრენინგი მიმდინარეობდა 2020 წლის 12 დან 15 ოქტომბრის ჩათვლით და მოიცავდა განხილვებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცააა მოხალისეთა მობილიზება, მოტივაცია, მხარდაჭერა, მონიტორინგი და შეფასება. ტრენინგს, რომლის პირველი ნაწილი 2020 წლის ივნისში ჩატარდა, ესწრებოდა საქართველოს კარიტასის მოხალისეთა კოორდინირებაში ჩართული ორი თანამრომელი.
საქართველოს კარიტასი წლებია, რაც აქტიურად მუშაობს მოხალისეებთან. მოხალისეები ჩართულნი არიან საქველმოქმედო ფონდის სხვადასხვა საქმიანობაში, ახორციელებენ საკუთარ პროექტებსა და აქციებს, რათა გააუმჯობესონ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების ცხოვრების ხარისხი. ‘EUAV-ABC’ პროექტის მეშევობით, ამჟამად ორგანიზაცია ემზადება საერთაშორისო მოხალისეების მიღებისთვის. მონაწილეების შეაფასებით,
ტრენინგი იყო ერთობ ინფორმაციული და პრაქტიკული.
გვინდა გამოვხატოთ მადლიერება და ღრმა პატივისცემა, ევროპკავშირისა და ევროკავშირის მოხალისეთა დახმარების პროგრამის მიმართ, პროექტ ‘EUAV-ABC’- ის განხორციელებისთვის. მოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან.