ძვირფასო მეგობრებო,
2020 წლის 15 ნოემბერს, თითოეულ ჩვენგანს აქვს პატივი პაპ ფრანცისკესთან ერთად აღნიშნოს ღარიბთა საერთაშორისო დღე.
2020 წლის გზავნილი: ”გაუწოდე ხელი ღარიბებს” (იესო, 7:32).” ეს მოწოდება ყველას მიესადაგება რადგან, ბევრი ადამიანი ჩაიკეტა საკუთარ თავში და განუდგა ცხოვრებას, იმ მიზნით, რათა თავი დაეცვათ კორონავირუსის პანდემიისგან.
მიუხედავად 2020 წლის უზარმაზარი გლობალური გამოწვევებისა, კარიტასმა საკუთარი საქმიანობით დაამტკიცა, რომ სოციალურად დაუცველ და გასაჭირში მყოფი ადამიანების სიყვარული და მათზე ზრუნვა რთულ ვითარებაშიც არ ნელდება. კარიტასის მისიას, რომელიც მოიაზრებს მოუსმინოს და ადამიანების გვერდით იდგეს გასაჭირის ჟამს ასრულებენ მოხალისეები და თანამშრომლები, რომლებიც საკუთარი საქმიანობითა და მოწოდებით თავდაუზოგავად ცდილობენ უკეთესი სამყაროს შექმნას.
ჩვენმა პაპებმა შეგვახსენეს, რომ "კარიტასი ეკლესიის გულია" და ღარიბთა მსოფლიო დღე არის დღე, როდესაც მოწყვლადი ადამიანების საჭიროებები უნდა გავიხსენოთ და ყურადღების ცენტრში მოვაქციოთ, მათი ხმის გაჟღერების და გაძლიერების უზრუნველსაყოფად.
2019 წლის მაისის გენერალურ ასამბლეაზე, კარიტასის დელეგატებმა დაამტკიცეს ხუთი სტრატეგიული მიმართულებიდან ერთ-ერთი მიმართულება - "კარიტასი ეკლესიის გული", როგორც ჩვენი კონფედერაცია შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში.
წარმომადგენლობითმა საბჭომ შემდგომი მითითებები მისცა კონფედერაციას, იმის თაობაზე თუ როგორ უნდა ყოფილიყო კარიტასი ეკლესიის გულში: ”ხელი შეუწყვეთ გასაჭირში მყოფ ადამიანებს, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოების შექმნაში, კარიტასის გარდაქმნასა და კეთილგანწყობითა და მიმღებლობით აღსავსე ეკლესიის მშენებლობაში”.
მაგრამ რას ნიშნავს ეს თითოეული ჩვენგანისთვის, როგორც კარიტასის ოჯახის წევრისათვის? პასუხის გაცემა ყოველთვის ადვილი არ არის, თუმცა მოითხოვს ისეთ დამოკიდებულებას, რომელიც აერთიანებს მოკრძალებულ მოსმენას და სოლიდარობას.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი გასაჭირში მცხოვრები დებისა და ძმების მიმართ პატივისცემის გამოსახატად ამ დღეს ეწოდა "ღარიბთა მსოფლიო დღე" და არა "მსოფლიო დღე ღარიბთათვის".
ჩვენ არა მხოლოდ კუთვნილი სიმდიდრის ნაწილს ვუზიარებთ ღარიბებს, არამედ მათგანაც ვიღებთ სანაცვლოდ. ჭეშმარიტ ქრისტიანულ საზოგადოებაში არ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ გასცემენ და არც სხვები არიან, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იღებენ დახმარებას. არიან ადამიანები, რომლებიც უზიარებენ, რადგან ქრისტეში ჩვენ ყველანი ერთი ვართ.
ხელი, რომელსაც ღარიბებს ვუწვდით, მხოლოდ კი არ გასცემს, არამედ თვითონაც იღებს და საჭიროებს დახმარებას. ჩვენ ღარიბი ადამიანები ისევე გვჭირდება, როგორც მათ ვჭირდებით. ისინი გვიბიძგებენ, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი მოწმენი გავხდეთ. როდესაც ღარიბებს ვხვდებით, ვუსმინეთ მათ, ეს ჩვენ სიხარულის განცდას გვანიჭებს. ღარიბები გვეხმარებიან, გული გავუხსნათ და ჩვენი ვიწრო, ამქვეყნიური ხედვა გავაფართოვოთ, რათა ქრისტეს ყოფიერება დავინახოთ და შევიგრძნოთ დედამიწაზე.
”ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რომ მათში ქრისტე ვიპოვოთ, გულისყურით მოვუსმინოთ გასაჭირს, მაგრამ ასევე ვიყოთ მათი მეგობრები, რათა ამ ადამიანების მაგივრად ვისაუბროთ და მივიღოთ იდუმალი სიბრძნე, რომელიც ღმერთ სურს გაგვიზიაროს.” Evangelii Gaudium 198
კარიტას ინტერნაციონალის პრეზიდენტმა, კარდინალმა ლუის ანტონიო ტაგელმა თქვა: ”ჩემი, როგორც სასულიერო პირის, ცხოვრების დიდი გაკვეთილი იყო ღარიბი ადამიანების გვერდით ყოფნა, მზაობა მათ მოსასმენად და მათგან ბევრი რამის სწავლა. სანამ თუნდაც ერთ სიტყვას იტყვით, მნიშვნელოვანია შეიცნოთ ის ადამიანი, ვინც თქვენს წინაშე დგას. გულისყურით მოუსმენთ ღარიბებს, ამით თქვენ გამოხატავთ, რომ პატივს სცემთ მათ ღირსებას. ”
ღარიბთა მსოფლიო დღის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ მოგიწოდებთ შეიკრიბოთ და მოემზადოთ მის აღსანიშნავად ადგილობრივ ეკლესიებსა და კარიტასის ორგანიზაციებში, სადაც ეს შესაძლებელია და მიზანშეწონილია. ეროვნულ კარიტას შეუძლია ეპარქიული კარიტასის მობილიზება, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდება სამრევლოებს. ეს არის განსაკუთრებული შესაძლებლობა, ადგილი დავუთმოთ და ყურადღება მივაქციოთ გასაჭირში მყოფ ადამიანებს კარიტასის ორგანიზაციებსა და ქრისტიანულ თემებში.
ჩვენ მოგიწოდებთ თქვენმ კარიტასის მეგობრებს მთელ მსოფლიოში, დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა ვისწავლეთ ღარიბი ადამიანებისგან პირად და საზოგადოებრივ დონეზე და უზრუნველვყავით, რომ ისინი ამ დღეს ჩვენი აზრისა და მოქმედების ცენტრში იყვნენ.
გაშლილი ხელი არის ნიშანი; ნიშანი, რომელიც მოიაზრებს და აერთიანებს სიახლოვეს, სოლიდარობას და სიყვარულს. ღარიბთა მსოფლიო დღეს, ჩვენ ერთად გავიწვდენთ ხელს ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოებების, გარდაქმნილი კარიტასების და კეთილგანწყობითა და მიმღებლობით აღსავსე ეკლესიის მშენებლობაში.
გფარავდეთ იესო,
მონსინიორ პიერ ციბამბო
"კარიტას ინტერნაციონალისის" საეკლესიო ასისტენტი