27 ოქტომბერს 14:00 საათზე, მაშოლენდმა სოციალური კამპანია #ემეგობრეს ფარგლებში, ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების დასახმარებლად რუსთავის პარკის კედელი მოხატა. პარალელურად რუსთავის პარკში მოეწყო დათუნიების აქცია.
აღნიშნული გრაფიტით გვსურს საზოგადოებას მოვუწოდოთ დაეხმარონ ბავშვებს ფულის არ მიცემით, რადგან თითოეული გაწვდილი ხურდა გვაშორებს მათთან და მეტ მიზეზს აძლევს ბავშვებს და მათ ზემდგომებს დარჩნენ ქუჩაში, ამას ადასტურებს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული თვისობრივი კვლევაც. გრაფიტს დახატავს მაშო მარგიშვილი, მაშოლენდის არაჩვეულებრივი ალტერნატიული სამყაროს შემქმნელი.
kdjfsnd
#ემეგობრე არის საქართველოს კარიტასის ბავშვთა პროგრამის სოციალურ ცვლილებებზე მიმართული საკომუნიკაციო კამპანია. კამპანიის მიზანია, ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების მიმართ არსებული სტიგმის დაძლევა, ბავშვების რეალური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და გამოცდილების გაზიარების გზით. კამპანიის ფარგლებში:
- გამოქვეყნდა მოკლემეტრაჟიანი ფილმი თანასწორგანმანათლებელზე,
- მოიხატა მიწისქვეშა გადასასვლელები,
- მოეწყო ბავშვების თვალების გამოფენა
- ჩაიწერა ბავშვების მიერ მოყოლილი ისტორიები და შეიქმნა გვერდი emegobre.caritas.gedsmf
"საქართველოს კარიტასი" 20 წელზე მეტია ემსახურება ქუჩასთან კავშირში მყოფ ბავშვებს სხვადასხვა სერვისების მიწოდებით. ამჟამად კარიტასი მართავს მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებსა და მასთან არსებულ სადღეღამისო თავშესაფრებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის ქ. თბილისსა და ქ. რუსთავში. ცენტრების პარალელურად ყოველდღიურად მუშაობს მობილური ჯგუფი.