27 ოქტომბერს 14:00 საათზე, მაშოლენდი სოციალური კამპანია #ემეგობრეს ფარგლებში რუსთავის პარკის კედელს მოხატავს. პარალელურად რუსთავის პარკში მოეწყობა დათუნიების აქცია.
#ემეგობრე არის საქართველოს კარიტასის ბავშვთა პროგრამის სოციალურ ცვლილებებზე მიმართული საკომუნიკაციო კამპანია. კამპანიის მიზანია ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების მიმართ არსებული სტიგმის დაძლევა, ბავშვების რეალური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და გამოცდილების გაზიარების გზით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფიო ფოცხვერაშვილი
ფონდების მოძიება და ბავშვთა პროგრამის ასისტენტი
მობ. (+995) 599 03 03 40
ელ-ფოსტა: sofio.fotskhverashvili@caritas.ge