„მე არასდროს მინახავს, ასეთი მანქანები, რომლებიც ხის სურათებსა და პლასტმასის ვაზებს ამზადებენ. მე მინდა მათ შესახებ ყველაფერი შევისწავლო და ეს ოთახი არასდროს დავტოვო.“ – ესაუბრებოდა 10 წლის გიორგი, „არმათის“ საინჟინრო ლაბორატორიის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს.
20 თებერვალი, სოფელ ეშტიის მოსახლეობისთვის განსაკუთრებული დღე იყო. საქართველოს კარიტასის ბავშვთა დღის ცენტრში, ახალი საინჟინრო ლაბორატორია გაიხსნა, რომლის მიზანია ადგილობრივი ახლაგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. „არმაჰათის“ საინჟინრო ლაბორატორიის საგანმანათლებლო პროექტი, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური განათლების გაძლიერებას, რის მეშვეობითაც ბავშვები გამოიმუშავებენ საინჟინრო, 3D მოდელირების, პროგრამირების, რობოტიკისა და დიზაინის უნარებს. ასევე, ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური დასაქმების გაფართოებას.
„ჩვენი, საქართველოს კარიტასის, ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდა ადამიანებში ინვესტირება, რომ მივცეთ მათ, ყველას განვითარების თანაბარი შესაძლებლობა. ეს ლაბორატორია ადგილობრივ ბავშვებს ინოვაციასა და ახალ შესაძლებლობებს მოუტანს. დაეხმარებათ მათ, რომ ჰქონდეთ ნათელი მომავალი. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების, მეგობრების დახმარებით წინ მივიწევთ და ჩვენ ოცნებებს რეალობად ვაქცევთ.“ – ქორეპისკოპოსი ბენი ბეთ იადეგარი, საქართველოს კარიტასის პრეზიდენტი.
ოფიციალური გახსნა ბავშვების მიერ შესრულებული ცეკვებით, სიმღერებითა და ლექსებით იყო გაფორმებული. სტუმრებს, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს, სომხეთის ელჩს საქართველოში – ბ-ნ. სადოიანი, ასევე რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრის მუშაობასა და გასაუბრებოდნენ მოსწავლეებს.
დღის ბოლოს, ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ყველა მოხიბლული იყო ბავშვთა დღის ცენტრში გახსნილი საინჟინრო ლაბორატორიის ოთახით. სტუმრების წასვლის შემდეგ, გიორგი და თავისი კლასელები ცენტრში დარჩნენ, რადგან გაეგრძელებინათ ახალი ტექნიკის დათვალიერება და შესწავლა.
პროექტი „არმაჰატის“ საინჟინრო ლაბორატორიის გახსნა, დაფინანსებულია კათოლიკური ახლო აღმოსავლეთის კეთილდღეობის ასოციაციის (CNEWA) მიერ და ახორციელებს „საქართველოს კარიტასი“, ჯავახეთის ფონდის ქართული წარმომადგენლობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირთან თანამშრომლობით.