„უამრავი ადამიანი მოგვმართავს თხოვნით, რომ მივცეთ ტანსაცმელი. ჩვენ ვხედავთ ამ ადმიანებს ყოველდღიურად და ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის თუნდაც ერთი წყვილი ტანსაცმლის მიწოდება. სწორედ ამ მიზნით, პროექტი „სიკეთის ყუთი“ შევქმენით“. – ნინო ღამბაშიძე, საქართველოს კარიტასის კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერი.
31 იანვარს, „ახალ მზიურში“ (კაფე, მზიურის პარკში) მორიგი ტანსაცმლის შემოწირულობის ყუთი დაიდგა და პროექტი „სიკეთის ყუთი“ ოფიციალურად გაიხსნა. "სიკეთის ყუთში" ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოუყენებელი ან არასასურველი, ტანსაცმელი განათავსოს და ამით ადამიანების ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოსო. პროექტის მიზანია ტანსაცმლის მიწოდება ყველაზე მოწყვლად, გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის; ნარჩენი, გამოუყენებელი ტანსაცმლის გადამუშავება და სოციალური საწარმოს შექმნა, სადაც დასაქმდებიან მარტოხელა დედები და მოხუცები; საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.
“ეს არის პატარა პროექტი, სხვებზე ზრუნვის დიდი კომპონენტით, და ეს ზრუნვა, მხოლოდ თითოეული ჩვენთაგანის ძალისხმევით გადაიზრდება დიდ სიკეთეში, რომელიც ბევრ ადამიანის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს.“ – ანაჰით მხოიანი, საქართველოს კარიტასის დირექტორი.
საქართველოს კარიტასი უღრმეს მადობას უხდის ” Caritas Stiftung” და “aktion hoffnung”-ს პროექტის მხარდაჭერისთვის. ასევე, დიდ მადლობას უხდის და აფასებს ყველა იმ დაწესებულების თანადგომას, რომელმაც სრულიად უანგაროდ ყუთების დადგმის საშუალება მოგვცა. დიდი მალდობა “ახალ მზიურს” განსაკუთრებული დახმარებისთვის.
ამჟამად, „სიკეთის ყუთები“ მდებარეობს:
- გალერია თბილისი Galleria Tbilisi(სავაჭრო ცენტრი, რუსთაველის გამზ. 2/4, -1 სართული)
- ახალი მზიური New Mziuri(კაფე, მზიურის პარკში, ჭავჭავაძის 23)
- საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრი (თ.ერისთავის ქუჩა 2დ, დიდუბე)
- Tbilisi Green School – თბილისის მწვანე სკოლა
11 თებერვლიდან ყუთები განთავსდება:
- სავაჭრო ცენტრი „მერანი“ (რუსთაველის გამზ. 42)
- ნიუტონის თავისუფალი სკოლა
- სკოლა „ლოგოსი“
- სკოლა „სხივი“
- უნივერსიტეტი „საბა“