დღეს დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, თვალები ფართოდ გავახილე, რომ მეპასუხა. თითქოს უცნობი, თუმცა ამვდროულად ძალიან ნაცნობი ნომერი დაეწერა ტელეფონის ეკრანს. ვუპასუხე ისეთი ხმით თითქოს დიდი ხანია რაც მეღვიძა, არ მინდოდა ეფიქრა, რომ მის ექთანს ეძინა და მან გააღვიძა.
ტელეფონს ვუპასუხე და გავიგონე მისი ტკბილი ხმა:
- შვილო როგორ ხარ?
- კარგად ლეილა ბებო თქვენ როგორ ხართ? - შევუბრუნე კითხვა.
ვიფიქრე, რომ რაღაც უჭირდა და მისი მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ჩემი, ან ის თუ მე თუ როგორ ვიყავი. მიპასუხა რომ კარგად იყო. შემდეგ მკითხა:
- როდის შეძლებ ჩემთან მოსვლას?
- ხვალ თქვენთან ვიქნები.
ჩემი პასუხის მოსმენის შემდეგ ამოისუნთქა და მითხრა:
- კარგი გოგო ხარ შენ, რომ მოდიხარ მიხარია და ყველაფრის იმედი ამქვს.
ეშინია დღევანდელი სიტუაციის იმიტომ, რომ მარტოხელა მოხუცია და უნდა ქონდეს ხვალინდელი დღის იმედი. დავამშვიდდე და ვუთხარი, რომ საქართველოს კარიტასი მას ასეთ რთულ პერიოდში არ მიატოვებდა, საჭირო მედიკამენტებით და პროდუქტით მოამარაგებდა. მერე ბედნიერი ხმით მადლობა გადამიხადა და მომიბოდიშა დილით ადრე, რომ დამირეკა და ბოლოს ისევ მკითხა:
- მართლა შესძლებ ჩემთან მოსვლას ხვალ?
ვუთხარი, რომ პირადად მე აუცილებლად ვინახულებდი, დამშვიდდა და დიდი სიყვარულით დამემშვიდობა.