ჩემო ძვირფასებო,
დაკარგვის საშიშროების პირისპირ აღმოჩენილები უფრო მეტად ვაფასებთ იმას, რაც გაგვაჩნია. თითოეული ჩვენთაგანი დღეს საფრთხის წინაშეა! ჩვენ უკვე დავთმეთ ყოველდღიური საქმიანობა, გამოვედით კომფორტის ზონიდან და შეპყრობილნი ვართ საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიშით.
ამ უჩვეულო პერიოდში დროა ჩვენი ცხოვრების პრიორიტეტების გადაფასების. არსებული სიტუაცია გვიბიძგებს განვსაზღვროთ თუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მაქსიმალურად მოვახდინოთ ამ საკითხებზე კონცენტრირება. ჩვენ, ჩუმი და უხილავი მტრის წინაშე აღმოვჩნდით, რომელიც განსაკუთრებით სასტიკია ხანდაზმულებისათვის, უფროსი თაობისათვის, მათთვის ვინც არის სუსტი - აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები ან დაავადებები. ჩვენ გვეშინია მათი დაკარგვის და სწორედ ამ დროს ვფიქრდებით, რარიგ მნიშვნელოვანი არიან ისინი ჩვენთვის. ვაანალიზებთ ქცევებს მათ მიმართ, რა დროს ვუთმობთ, რამდენჯერ ვეუბნებით, რომ გვიყვარს ისინი და ძვირფასები არიან ჩვენთვის. ახლა არის დრო, გადავაფასოთ ცხოვრებისეული ღირებულებები და სიმბოლურია, რომ ყველაფერი ეს აღდგომის წინა პერიოდში ხდება.
აღდგომა ახალი სიცოცხლის დროა, როდესაც უფალი ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს. იესოს ადამიანური ბუნება, ყველაზე მეტად სწორედ აღდგომის ჟამს გამოვლინდა. ჩვენი მთავარი გამოწვევაა ვიყოთ ყველაზე მეტად ჰუმანურები საყვარელი ადამიანების მიმართ. უფალი მოგვიწოდებს, გავიღოთ მეტი მსხვერპლი და გამოვიჩინოთ ჰუმანურობა. შევისმინოთ ღვთის სიტყვა და მივყვეთ მის გზას. მე დარწმუნებული ვარ, ყველას დაგვეუფლება ამაღლებული გრძნობა. შევიცვლებით უკეთესობისაკენ, ვიქნებით უკეთესო ადამიანები, მშობლები, შვილები და პიროვნებები, რომლებიც აფასებენ სამყაროს ღირებულებებს.
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
ანაჰით მხოიანი