საქართველოს კარიტასს ქველმოქმედების 25 წელზე მეტი ისტორია აქვს. ამ წლების განმავლობაში ორგანიზაცია უამრავ მოწყვლად ადამიანს ამოუდგა მხარში, ააშენა სკოლები, შექმნა სამედიცინო პროექტები, დაეხმარა ომისგან დაზრალებულ მოსახლეობას... და ახლაც განაგრობს საქველმოქმედო საქმიანობას.
საქართველოს კარიტასის ისტორია მისი მოხალისეებისა და თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომისგან შეიქმნა. ეთერ ბესელია-ჯაფარიძე სწროედ ერთ-ერთი მათთაგანი გახლდათ. ეთერისა და საქართველოს კარიტასის ისტორია ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. სწორედ 1994 წელს, როდესაც საქართველოს კარიტასი ყალიბდებოდა ეთერი, და ორედანასთან და თავის ორ მეგობართან ერთად - ექიმი მანანა იობიძე და ლიანა ზამბახიძე, მოხალისეებად ჩაერთვნენ საქართველოს კარიტასის საქმიანობაში და დაიწყეს ორგანიზაციის პირველი ნაბიჯების განხორციელება: დადიოდნენ გაჭირვებულ ხალხთან და ზოგს პროდუქტით ზოგს კი მედიკამენტებით ეხარებოდნენ. თავდაპირველად ამ ყველაფრის ნაწილს საკუთარი სახლიდან იღებდნენ და ხალხს ურიგებდენ. შემდეგ კი, მედიკამენტებსა და სხვა საჭირო ნივთებს უცხოეთის დახმარებით აწვდიდნენ მოსახელობას.
თანდათანობით თავდაუზოგავი შრომისა და შემართების მეშვეობით, ორგანიზაცია გაძლიერდა და ახალი პროექტები ჩამოყალიბდა. ეთერი 25 წლის მანძილზე უანგაროდ შრომობდა კარიტასის დასავლეთ საქართელოს სამედიცინო პროექტში. მან ზეპირად იცოდა თავისი თოთოეული ბენეფიციარის ისტორია, ყველა წამლის დასახელება და ყველაფერს აკეთებდა მათ დასახმარებლად. იგი წლების მანძილზე ქუთაისის ამბულატორიაში მოხალისედ მუშაობდა და სწორედ აქ გაადატარა თავისი ბოლო დღეები. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი კარიტასში, რადგან მისი გაწეული სამუშაო ასობით ადამიანის დახმარებას ითვლის, ხოლო მისი შემართება კარიტასის გუნდის მამოტივებელი ძალად იქცა.