მსოფლიოში არსებული ეპიდემიის ფონზე, რომელმაც თითოეული ადამიანის დღის წესრიგი შეცვალა, კიდევ უფრო ნათელი გახდა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფ რეაგირებას. ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს კარიტასმა შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი მიზანი საქველმოქმედო ფონდის პროექტებში ჩართული მოწყვლადი მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთოხების მაქსიმალური დაცვაა.
სამოქმედო გეგმა შეეხო ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ყველა პროექტს. ორგანიზაციის შენობა-ნაგებობებში ჩატარდა დეზინფექცია. სადაც შესაძლებელია, პროექტებისა და თანამშროლების ნაწილი გადავიდა ონლაინ მუშაობის რეჟიმზე. დროებით შეჩერდა იმ პროექტების ფუნქციონირება, რომლის ფარგლებშიც გარდაუვალი იყო ადამიანების უშვალო კონტაქტი. ხოლო, ზოგიერთი პროექტი, სოციალურიად დაუცველი და ყველაზე მოწყვლადი ფენების დასახმარებლად, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
რადგან ხანდაზმულები წარმოადგენენ ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს, კარიტასმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭირო პროდუქტები მათ სახლში მიეწოდოთ. პროდუქტები პერიოდულად ურიგდებათ ხანდაზმულთა დღის ცენტრისა და ჰუმანიტარული სასადილოს ბენეფიციარებს.
ცვლილებები შეეხო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამასაც. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, კარიტასი არ წყვეტს შინმოვლის მომსახურებას. ამ ეტაპზე სერვისი მიეწოდებათ მარტოხელა მოხუცებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, მათ ასევე ურიგდებათ ჰიგიენური საშუალებები. სამედიცინო გუნდი გადამზადდა და გაეცნო ყველა საჭირო მითითებას, ისინი დიდი სიფრთხილით იცავენ დაწესებულ უსაფრთხოების ნორმებს და ზრუნავს როგორც პაციენტის, ასევე საკუთარ კეთილდღეობაზე.
მუშაობას უწყვეტ რეჟიმში ასევე მცირე საოჯახო ტიპის სახლები და მიუსაფარი ბავშვთა 24-საათიანი თავშესაფრები აგრძელებენ. რისკების მინიმუმადე დაყვანის მიზნით, ხდება მომსახურებების შიდა და გარე სივრცეების სისტემატიური დასუფთავება/დეზინფიცირება და ბავშვებისა და თანამშრომლების პირადი ჰიგიენის დაცვა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით. თითულეულ 24-საათიან მომსახურებას აქვს საგანგებოდ შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს აღსაზრდელების განათლებას. მკაცრად კონტროლდება ბენეფიციარების მომსახურებიდან გასვლა და შეზღუდულია გარე პირების სტუმრობა. სპეციალისტების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კარანტინის პირობებში ბავშვების თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას.
თბილისის ბავშვთა დღის ცენტრი სწავლის ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. დღის ცენტრისა და ხელოვნებით თერაპიის სტუდიის 185 სოციალურად დაუცველი ბავშვის მშობელს პერიოდულად ურიგდება საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები.
წმ. ბარბარეს დედათა და ბავშვთა დღის ცენტრში შეზღუდულია ბენეფიციარების გარეთ გასვლა და სტუმრების მიღება. გაწერილია ახალი კორონავირუსის ( COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა. ბენეფიციარები უზრუნველჰყოფილნი არიან სამჯერადი კვებითა და ჰიგიენური საშუალებებით. ისინი ჩართულები არიან ცენტრის მიერ შემუაშევბული სხვადასხვა გასართობ და საგანმანათლებლო აქტივობებში.
ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროექტმა შეიმუშავა დისტანციური სწავლების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიაზრებს 8 სამიზნე სკოლაში მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების გაძლიერებას და მათთვის საჭირო რეკომენდაციების მიწოდებას. აგრეთვე, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სპეციფიკიდან გამომდინარე იგეგმება სასწავლო პაკეტების დარიგება იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვებისათვის, რომელთა ოჯახებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებს. პაკეტი მოიცავს საკანცელარიო ნივთებს, რომლებიც საჭიროა მიმდინარე სასწავლო აქტივობებისათვის.
აღნიშნული ცვლილებები ვრცელდება საქართველოს კარიტასის რეგიონულ ცენტრებშიც. ქუთაისში, ყოველ კვირას მოწყვლად ხანდაზმულებსა და ჰუმანიტარული სასადილოს ბენეფიციარებს სახლში მიეწოდებათ მშრალი საკვები პროდუქტები. ამ ინიციატივას ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე შეუერთდნენ. ვირუსით დაინფიცირების რისკის შესამცირებლად, ბათუმის უსახლკაროთა ღამის თავშესაფარი კი მუშაობის 24-საათიან რეჟიმში გადავიდა.
რაც შეეხება სამხრეთ საქართველოს პროგრამას, საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები უკვე დარიგდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შინმოვლის პროექტში ჩართულ მარტოხელა ხანდაზმულებისთვის.
საქართველოს კარიტასი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ახალი კორონა ვირუსით დაინფიცირების რისკის შესამცირებლად და ქვეყნის მოწყვლადი ფენების ეპიდემიისგან დასაცავად.