2018 წლის 11-13 ოქტომბერს, საქართველოს კარიტასს კარიტას ბელგიისა და ბელგიური ორგანიზაცია “FEDASIL”-ის (ფედერალური სააგენტოდან თავშესაფრის მაძიებლებისთვის) წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრობის მიზანი, საქართველოს კარიტასის პროექტ “საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცი”-ის მონიტორინგი და ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების გაცნობა იყო.
11 ოქტომბერს, კარიტას ბელგიის წარმომადგენლები: ტომას ჰუთჰეზელშაპი და ნაომი სეგერსი, ასევე ორგანიზაცია “FEDASIL”-ის წარმომადგენლები: კაროლინ დე კოსტერი და ფრანკ ჰონტინსი, საქართველოს კარიტასის პროექტის კოორდინატორ ტატა თოფაძესთან ერთად, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ დაწესებულების ზოგად სამედიცინო მდგომარეობას, ტუბერკულოზის პროგრამის მიმდინარეობის სპეციფიკასა და მონიტორინგს.
პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები კმაყოფილები დარჩნენ პროექტ “საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცი”-ის მუშაობით და შედეგებით. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს (ნოემბრის ჩათვლით) პროექტის მეშვეობით, სამშობლოში 210 ადამიანი დაბრუნდა. ასევე გამომგზავნი ქვეყნებს დაემატა ორი ახალი ქვეყანა: დანია და ჰოლანდია.