გერმანია არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა სადაც მოხალისეობაა განვითარებული. შექმნილი და აწყობილია მოხალისეთა სისტემა და ძალიან ბევრი ადამიანი სრულიად უანგაროდ არის ჩართული საერთო საზოგადოებრივ პრობლემების გადაჭრაში.
სწორედ იმ მიზნით, რომ გაცნობოდნენ გერმანიის მოხალისეთა სტრუქტურას და გაეცვალათ გამოცდილება, 4-11 ნოემბერს, საქართველოს კარიტასის ორი წარმომადგენელი (მოხალისეთა ოფიცერი და მოხალისე), “წითელი ჯვრის” საზოგადოების წვერთან ერთად სასწავლო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდნენ. საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად, გერმანიას ესტუმრნენ უკრაინის, სომხეთის და რუსეთის კარიტასის, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მოხალისეებთან მუშაობენ.
ვიზიტმა ნაყოფიერად ჩაიარა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ როგორც გერმანიის, ასევე აღნიშნული ქვეყნების გამოცდილებას. ისინი ასევე ესტუმრნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს და გაეცნენ მოხალისეებთან მუშაობის სტრუქტურებს.
“გერმანიიდან ძალიან ბევრი ახალი იდეით წამოვედით, ამ მოკლედ პერიოდში გავიზარდეთ პროფესიულად. გავიცანით უამრავი საინტერესო ადამიანი, რომლებიც უანგაროდ მუშაობენ და სხვებს ეხმარებიან. ყველას განსხვავებული მიზეზი და მოტივაცია აქვს, რომ უსასყიდლოდ იმუშაონ საერთო წესრიგისა და ბედნიერებისთვის. მივხვდით, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდე ბევრი სასიკეთო საქმის განხორციელება შეიძლება.“ -მარიამ ლაცაბიძე, საქართველოს კარიტასის მოხალისეთა ოფიცერი.
ვიზიტი გაიმართა პროექტის „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოხალისეთა სტრუქტურისა და მოხალისეობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა გერმანიის კარიტასის მხარდაჭერითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.