2018 წლის 12-13 – 26-27 ოქტომბერს, საქართველოს კარიტასის თანამშრომლებისთვის ფორმაციული შეხვედრები ჩატარდა. შეხვედრების მთავარი თემა იყო „მონაწილეობა“.
კარიტასის თანამშრომლებისთვის ფორმაციული შეხვედრები წელიწადში ორჯერ ტარდება. შეხვედრების მთავარი მიზანია, სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში და პროექტებში მომუშავე თანამშრომლების ერთად თავმოყრა, სულიერი ინსპირაცია და სამუშაოს განხილვა. გამომდინარე იქედან, რომ კარიტასის გუნდის წევრები ყოველდღიურად მუშაობენ მოწყვლად ადამიანებთან, ფორმაციული შეხვედრები ეხმარება მათ მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციის გაცვლაში.
ყოველ ფორმაციულ შეხვედრას თავისი თემატიკა აქვს. ოქტომბრის შეხვედრების თემა იყო „მონაწილეობა“, რომელიც კარიტასის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა. შეხვედრაზე, მოწვეულმა სტუმრებმა (სასულიერო პირები, ლექტორები, საქართველო კარიტასის თანამშრომლები) ისაუბრეს და განიხილეს არჩეული თემა. ასევე, ჩატარდა ჯგუფური სამუშაოები და „ლაბორატორიუმები“.
შეხვედრებმა შედეგიანად ჩაიარა. მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია და ისაუბრე თემის მნიშვნელობაზე. ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ადამიანის გვერდში დგომა, მის დახმარებაში მონაწილეობის მიღება საქართველოს კარიტასის სამუშაოს მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია.