აღნიშნული ტრენინგი გაგრძელდა სამი დღის განმავლობაში და იყო მთლიანი მოსამზადებელი ტრენინგის ბოლო, მეექვსე ეტაპი. შედეგად, ბათუმის მე-8 სკოლის მოსწავლეები გახდნენ ტრენერები ალკოჰოლისა და სხვა მავნე ნივთიერების პრევენციის საკითხში. მათ უკვე ჩაატარეს ორი გაკვეთილი, ორ სხვადასხვა კლასში. შეხვედრამ ძალიან პროდუქტიულად ჩაიარა. დირექტორები და მასწავლებლები კმაყოფილები და აღფრთოვანებულები დარჩნენ.
მომავალ თვეში სტუდენტები ტრენინგებს ყველა კლასში ჩაატარებენ. შედეგად, ტრენინგების ბენეფიციარების რაოდენობა გაიზრდება და აღნიშნულ სფეროში ცოდნას, ინფორმაციას არა მხოლოდ 50 გადამზადებული ახალგაზრდა მიიღებს, არამედ უფრო მეტი ადამიანი იქნება ინფორმირებული.
ამასობაში, იტალიელმა ტრენერებმა ალკოჰოლიზმის დამოკიდებულების სფეროში ტრენინგი ასევე „იმედის სახლი“-ს ბენეფიციარებისთვის და თანამშრომლებისთვის ჩაატარეს. ბენეფიციარებთან შეხვედრის დროს მათ ისაუბრეს ალკოჰლის უარყოფით შედეგებზე. ხოლო, თანამშრომლებს ტრენინგი „დამოკიდებულების წრე“ ჩაუტარეს.
ტრენერები, ასევე თითოეული ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ტრენინგებში, ძალიან კმაყოფილი დარჩნენ შედეგით. საქართველოს კარიტასი უდიდეს მადლობას უხდის იტალიელ ტრენერებს ცოდნის გაზიარებისთვის და მხარში დგომისთვის.