როდესაც ვიწყებ იმაზე ფიქრს, თუ რამდენი ხანია რაც საქართველოს კარიტასში მოხალისე ვარ, არ მჯერა, რომ სულ რაღაც 2 წელია გასული, რადგან იმდენად ბევრ პროექტსა და აქციაში მივიღე მონაწილეობა, რომ ჩამოთვლა შეუძლებელია. თუმცა, მოკლედ შევეცდები მოგითხროთ საქართველოს კარიტასში ჩემი და შესაბამისად, ზოგადად მოხალისეების საქმიანობის შესახებ. დიახ, მე ჩემი მოხალისეობით ვსაქმიანობ, რადგან მოხალისეობა პირდაპირი გაგებით არ უნდა გავიგოთ, ეს ძალიან დიდი შრომაა.
საქართველოს კარიტასში მე ჩართული ვიყავი გორის ტანსაცმლის დარიგების პუნქტში, სადაც შესაძლებლობა მქონდა ტანსაცმელი ბევრი გასაჭირში მყოფი ადამიანისთვის დამერიგებინა და მქონოდა მათთან ურთიერთობა. აგრეთვე, მომცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო ,,მზიანი ოთახის’’ საქმიანობაში და მისი პატარა ბენეფიციარების ყოვედღიური მძიმე ცხოვრება რამენაირედ გამეხალისებინა; მომცა ორ ულამაზესი საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მიღების საშუალება, სადაც მოწყვლად ბავშვებთან და მათ მშობლებთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება მივიღე.
ბანაკში წასვლის დიდ სურვილს თავად ბანაკის ბავშვები მიღვიძებენ. თითქმის ყოველდღე მათგან მესიჯებს ვიღებ: ,,როდის დაიწყება ბანაკი?’’
ყველაზე დიდი მოტივაცია კი ვიგრძენი მაშინ, როდესაც ბანაკში ერთ-ერთმა ბავშვმა მითხრა: ,,თქვენ არ იღლებით ანიმატორები?’’- მაშინ როცა ფეხზე დგომა აღარ შემეძლო.
დაუვიწყარი ემოციური მომენტები მქონდა მაშინ, როდესაც ბანაკის ბავშვები ტირილით მოხალისეებს გვაცილებდნენ. ეს ყველაზე ამაღელვებელი იყო ჩემთვის.
მოხალისედ ყოფნის სურვილს ყველაზე მეტად მიღვიძებენ ის მოხალისეები, რომლებმაც პირველად მაჩუქეს უდიდესი სითბო (2015 წლის ივნისი, რუსთავი) და ასევე ის მოხალისეები, რომლებიც ახლაც გვერდში მიდგანან.
წელს საქართველოს კარიტასი 25 წლის გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მე არც ისე დიდიხანია, რაც კარიტასის მოხალისე ვარ, უკვე მაქვს დაუვიწყარი მოგონებები, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება თან. მახსოვს პროექტებთან ერთად უამრავი ლამაზი, სიკეთით სავსე „აქციები“, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად იმართებოდა და ბევრი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითად: „გაუზიარე სითბო“, „საჭმელი ყოველ დღე“ და სხვა. ეს იყო ერთად შესრულებული დიდი სამუშაო და თბილი გარემო. ასე, რომ ულოცავ ჩემს კარიტასს 25 წლის იუბილეს და მადლობას უხდი ამდენი დაუვიწყარი მოგონებების ჩუქებისთვის.
-მარიამ იორამაშვილი, მოხალისე