6 წლის მარიამი- ეშინია ცხოვრების, არის უსუსური, მარი იმედის თვალით უყურებს ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კარგად არ იცნობს. ხედავს ისინი ავსებენ ობლობის სიცარიელეს, ავსებენ სიყვარულით და ზრუნვით. ამ ადგილს კარიტასი ჰქვია.
კარიტასში ვცხოვრობ 10 წელია, თუმცა მოხალისეობრივი შრომა ,,კარიტასის’’ დიდი ნაწილი რომ იყო არ ვიცოდი. დროის გასვლის შემდეგ ჩემი მეგობარი ნინო ოგოლაური ხშირად ამბობდა ,,წავედი მოხალისეებთან’’ მოსვლის შემდეგ კი ყოველთვის ახალი და საინტერესო ემოციებით იყო სავსე. დავინტერესდი და მეც მომინდა ვყოფილიყავი კარიტასის მოხალისე- სიხარულით გავწევრიანდი და ბევრი მეგობარი ავიყოლიე.
მარიამი 16 წლის- ერთმანეთს ენაცვლება ცხელი სადილის მიწოდება ქუჩაში უპოვართათვის, თბილი ტანსაცმლის შეგროვება, აქციები- ,,საკვები ყოველ დღე’’ ,,გაუზიარე სითბო.’’ ეს გახდა ყოველდღიურობა ჩემი.
ისეთი მინდა ვიყო, როგორიც კარიტასმა გამზარდა. მასწავლა სითბო, სიყვარული,სხვისი დახმარება და თანადგომა. ვფიქრობ, რომ ადამიანის ცხოვრება უნდა ფასდებოდეს იმით, თუ რამდენი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული.
25 წელია, რაც საქართველოს კარიტასი შეუფასებელ საქმეს აკეთებს. 25 წელია, რაც ეს ორგანიზაცია ადამიანებზე ზრუნავს და ბევრ ჩვენთაგანს ნამდვილ სიყვარულს ასწავლის, აძლევს ძალას და მომავლის იმედს. მადლობა კარიტასს, რომ შექმნა ჩემი ბიოგრაფია.