ცოტა ხნის წინ, “Sparkassenstiftung für internationale Kooperation“(SBFIC) -ის გუნდის წევრებთან ერთად, ვეწვიე თბილისს, რათა ზედამხედველობა მოგვეხდინა ჩვენს პროექტებზე.
ამ პერიოდში, ჩვენ გამოგვიჩნდა დრო თბილისის ქუჩებში სასეირნოდ, სადაც ხშირად ვაწყდებოდით მოხუც ქალბატონებს, რომლებიც შემოწირულობას ითხოვდნენ. ჩვენი ქართველი კოლეგები ყოველთვის აძლევდნენ მათ მცირეოდენ თანხას. ამის შემყურე, მე ვკითხე ერთ-ერთ ჩემ კოლეგას თუ რატო იქცეოდა ასე, რადგან გერმანიაში არ არის რეკომენდირებული ქუჩაში ფულის მიცემა მთხოვნელისათვის. კოლეგამ მიპასუხა, რომ საქართველოში, ძალიან დაბალი პენსიების გამო მოსახლეობის უმრავლესობა დახმარებას მართლაც საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ის და მისი მეგობრები ყოველთვის აძლევენ მცირეოდენ თანხას ასეთ ადამიანებს.
ამ ამბავმა გამახსენა, ჩემი ბებია და ბაბუა, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ და რომლებსაც, საკმაოდ მაღალი პენსია აქვთ. რა იქნებოდა ისინი თბილისის ქუჩებში, ამ ქალბატონის ადგილას რომ აღმოჩენილიყვნენ?
გერმანიაში უკან დაბრუნებულმა ამ ადამიანების დასახმარებლად ინტერნეტით პროექტების ძებნა დავიწყე. საბედნიეროდ აღმოვაჩინე თქვენი „უფასო სასადილო“ და ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ პროგრამის უბრალო და ამავდროულად, ეფექტური მიდგომებით.
სალამს გითვლით გერმანიიდან.
-მაიკლ ბრაუერი