სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ქრონიკული ჭრილობები მსოფლიო ეპიდემიის კვალიფიკაციას იძენს. ქრონიკული ჭრილობები საქართველოშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მხოლოდ დიაბეტური ტერფის გართულებების გამო ყოველწლიურად ასობით ადამიანი კიდურის ამპუტაციის საშიშროების წინაშეა.
სწორედ აღნიშნულ პრობლემებთან გამკლავების მიზნით, 2018 წლის 1 ივლისიდან საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ ახალი პროექტის: „ქრონიკული ჭრილობების მართვა“ განხორციელება დაიწყო.
ახალი პროექტი ჭრილობების მკურნალობის ამბულატორიის გახსნას ითვალისწინებს. ამბულატორიაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი გერმანელი სპეციალისტების მიერ გადამზადდებიან.
პროექტი დააფინანსა ამერიკის კათოლიკური ეპისკოპოსების კონფერენციამ.