16 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით, ფესტივალ „Brave Kids-ის“ ფარგლებში, პოლონეთში საქართველოს კარიტასის 15 აღსაზრდელი იმყოფებოდა. ბავშვებმა ფესტივალზე ქართული ეროვნული სიმღერები და საცეკვაო ნომრები წარადგინეს.
ფესტივალი პოლონეთის ქ. ვროცლავში გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ბავშვები და ახალგაზრდები ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების კულტურა, ნაციონალური ცეკვები და სიმღერები გააცნეს.
ფესტივალს 22 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოც უმასპინძლებს. ბავშვები და ახალგაზრდები 3 ქვეყნიდან: უკრაინიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან ჩამოვლენ. მათთან ერთად იქნებიან გუნდის ლიდერებიც, რომლებიც საქართველოს კარიტასის ბავშვებს ეროვნულ ცეკვებსა და სიმღერებს ასწავლიან და გაუზიარებენ საკუთარ ცოდნას.
დასკვნითი კონცერტი 30 ივლისს, 18:00 საათზე, მუშტაიდის ბაღში გაიმართება.
პროექტი ხორციელდება ევროკომისიის კრეატიული ევროპის პროგრამის თანადაფინანსებით.