12-16 ივნისი, 2018 – საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოს კარიტასმა გერმანული ორგანიზაციის „რენოვაბისის“ წარმომადგენლებს: მამა კრისტიან ჰარტლს, მმართველ დირექტორს და ბ-ნ. ჰერბერტ შედლერს, პროექტის რეფერენს უმასპინძლა.
„რენოვაბისი“ საქველმოქმედო ფონდის გრძელვადიანი დონორი და ერთგული პარტნიორია, რომლის მეშვეობით ორგანიზაცია აქტიურად ეხმარება საქართველოს მოწყვლად მოსახლეობას. საქველმოქმედო ფონდსა და „რენოვაბისს“ შორის პარტნიორობა 1997 წლიდან დაიწყო, როდესაც საქართველოს კარიტასმა თბილისში უსახლკარო ადამიანებისთვის თავშესაფარი ააშენა. ამის შემდგომ, 20 წელზე მეტია, „რენოვაბისი“ კარიტასის საქველმოქმედო საქმიანობას თითქმის ყველა სფეროში (სოციალური და ჯანმრთელობის, ბავშვთა ზრუნვა, განვითარება და გადაუდებელი დახმარება) უჭერს მხარს.
სტუმრობისას, ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს კარიტასის დირექტორს ქ-ნ. ანაჰით მხოიანს და პროგრამების მენეჯერებს შეხვდნენ, ესტუმრნენ თბილისში და რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, დასავლეთ საქართველო) არსებულ პროექტებს.
საქართველოს კარიტასი მოხარულია, რომ „რენოვაბისის“ წარმომადგნელებმა სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტი მოინახულეს და ორგანიზაციის საქმიანობის შედეგებს გაეცნენ. საქველმოქმედო ფონდი მადლობას უხდის „რენოვაბისის“ წარმომადგნელებს გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის, რომ ერთიანი ძალებით ვემსახუროთ საქართველოში გაჭირვებულ მოსახლეობას.