22 მაისი – ბათუმში, ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრში ,,იმედის სახლი”, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,პირველადი სამედიცინო დახმარება და ინფექციური დაავადებების პრევენცია“.
ტრენინგის მიზანი იყო პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მეთოდებსა და სტანდარტებზე, ინფექციური დაავადებების რისკებზე და თავდაცვის გზებზე, იმედის სახლის პერსონალის და ბენეფიციარების ინფორმირებულობის ამაღლება.
“იმედის სახლის” ექიმმა ლია ჯინჭარაძემ, ცენტრის პერსონალსა და ბენეფიციარებს, გააცნო გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო დახმარების სწრაფად და სწორად გაწევის მეთოდები, მიდგომები და თანამედროვე სტანდარტები. დეტალურად მიმოიხილა ინფექციური დაავადებების რისკები, გადამდები გზები და კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, განსაზღვრა თავდაცვის ის საშუალებები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს რისკების დროულ პრევენციას და დაავადებათა გავრცელების შესაძლებლობების მაქსიმალურ შემცირებას.
ტრენინგების გზით, იმედის სახლის პერსონალი და ბენეფიციარები, განავითარებენ პირველადი დახმარებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს და გადაუდებელ სიტუაციებში შეძლებენ აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევას. ხოლო ინფექციურ დაავადებათა პრევენციაზე ინფორმირებულობით, ხელი შეეწყობა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას და დაავადებათა გავრცელების რისკების მინიმალიზებას.