სლოგანით – „გააგზავნე სიხარული“ საქართველოს კარიტასის მოხალისეებმა, სააღდგომოდ, საქველმოქმედო აქცია გამართეს. აქციის განმავლობაში, ქუჩაში, ნებისმიერ გამვლელს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის წერილისი მიწერა შეეძლო.
„გააგზავნე სიხარული“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა. 13 აპრილს, პირველად აქციას გორმა უმასპინძლა. 17 აპრილს, თბილისსა და ქუთაისში, ხოლო 19 აპრილს რუსთავში გაიმართა. ყველა ასაკის გამვლელს მიეცა საშუალება გაეგზავნა თბილი სიტყვები მარტოხელა მოხუცისთვის და გაეხალისა მისი ცხოვრება. ჯამში 200-მდე სიხარულით სავსე წერილი და თბილი მილოცვა მიიღეს გასაჭირში მყოფმა მარტოხელა ადამიანებმა. სიხარულის გაგზავნა მარტივია!
მომავალ კვირას, 8 მაისს 16:00-ზე, საქართველოს კარიტასის მოხალისეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოხალისეებთან ერთად, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში კიდევ ერთ კრეატიულ და მასშტაბურ აქციას გამართავენ სლოგანით #გაიზიარეგამოცდილება.