2018 წლის 5-7 მარტი, საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ახალციხის შინმოვლის პროექტის ახალი თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა. შინმოვლის უნარ-ჩვევების შესწავლის მიზნით, ექთნებს და კოორდინატორს ინფორმაცია საქართველოს კარიტასის, ჯანდაცვის პროგრამის, თბილისის გუნდის თანამშრომლებმა მიაწოდეს. ტრენინგზე დეტალურად განიხილეს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის საქმიანობა, შინმოვლის მომსახურების სტანდარტი და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული, თუ თეორიული საკითხები. პროექტის ახალი თანამშრომლები აგრეთვე გაეცნენ ადმინისტრაციული საქმიანობის წესებს და შიდარეგულაციებს. ასევე, განახორციელეს ბენეფიციარებთან ბინაზე ვიზიტები.
პროექტი „სამედიცინო და შინ-მოვლის სერვისების მომსახურება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“, წელიწადში 50 სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს შინმოვლის მომსახურებას გაუწევს.