პირველად, ქ. თბილისში გაიმართება კარიტას ევროპის რეგიონალური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას ევროპის 46 ქვეყანაში არსებული კარიტასის ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული კარიტასის წარმომადგენელები მიიღებენ. ღონისძიება ჩატარდება 2018 წლის 7-9 მაისს და მიეძღვნება ახალგაზრდა თაობის მნიშვნელობის, მათი პრობლემების და კარიტასში მოხალისეობის განვითარების განხილვას. ასევე, კონფერენციაზე აირჩევა კარიტას ევროპის ახალი პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და მმართველი წევრები.
ღონისძებიების ფარგლებში, კარიტასის წევრები და საქართველოს კარიტასის ახალგაზრდა მოხალისეები სხვადასხვა საინტერესო სემინარებს და აქტივობებს განახორციელებენ.
გადაწყვეტილება, რომ რეგიონალური კონფერენცია თბილისში ჩატარებულიყო და მასპინძელი ორგანიზაცია სწორედ საქართველოს კარიტასი ყოფილიყო, მიიღეს 2016 წელს საფრანგეთში გამართულ რეგიონალურ კონფერენციაზე, სადაც საქართველოს კარიტასის წარმომადგენლებმა საქართველოზე და ორგანიზაციის საქმიანობაზე პრეზენტაცია გამართეს.
საქართველოს კარიტასი მოუთმენლად ელის რეგიონალური კონფერენციის მონაწილეების სტუმრობას, რათა ერთიანი ძალებით ვიმუშაოთ უკეთესი ევროპის შესაქმნელად და ვიზრუნოთ ახალგაზრდა თაობებზე.