2017 წლის 1 ივნისს, საქართველოს კარიტასი შუერთდა მსოფლიო საზოგადოებას და ბავშვთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ბავშვების გახალისება და მათ კეთიდღეობასთან დაკავშირებული საკითხების, უპირატესობის აღნიშვნა.
საქართველოს კარიტასში, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სახალისო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მოწვეული სტუმრები და ორგანიზაციის ბენეფიციარები დაესწრნენ. ღონისძიება გაიხსნა, იტალიური ცეკვით „ტარანტელა“, რასაც მოჰყვა თეატრალური წარმოდგენა „პინოქიო“ და დასრულდა ქართული ტრადიციული ცეკვებით. ყველა საკონცერტო ნომერი შესრულდა ორგანიზაციის ბენეფიციარების მიერ.
ღონისძიებას დაესწრნენ დღის ცენტრის, ასევე მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები და ორგანიზაციის პარტნიორები. ღონისძიების დასასრულს, ბავშვებს გაუმსაპინძლდნენ სხვადასხვა სახის ტკბილეულით.
ღონისძიების სურათები: https://caritas.ge/photo-gallery/