ექთნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საზოგადოებრივ კოლეჯებში ,,ფანასკერტელი“ და „ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემია“ – „საექთნო მოვლის მეთოდების მასტერკლასი“ ჩატარდა, რომელსაც საქართველოს კარიტასის სასწავლო -საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიქაძე და ექთანი ტრენერი ნინო ფერაძე უძღვებოდნენ. „მასტერკლასის“ მიზანი, სტუდენტებისათვის პაციენტის მოვლის პრინციპების გაცნობა იყო. სტუდენტები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ შეთავაზებულ აქტივობაში.