ვატიკანის პრეს ოფისმა გამოაქვეყნა პროგრამა პაპი ფრანცისკეს სამოციქულო მოგზაურობის შესახებ საქართველოში, რომელსაც ადგილი ექნება 30 სექტმებრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით.
რომის პაპი ფრანცისკე I ჩამოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:00-ზე, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში პაპი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სამოქალაქო ხელისუფლებას და დიპლომატიურ კორპუსს. ამის შემდეგ კი მისი უწმინდესობა რომის პაპი შეხვდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობას სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს საქართველოს საპატრიარქოში. პაპი ფრანცისკეს პირველი დღე საქართველოში დამთავრდება ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან შეხვედრით, წმინდა სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში.
შაბათს, 1 ოქტომბერს, რომის პაპი აღნიშნავს წმინდა მესას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. შემდეგ, იგი შეხვდება საქართველოში სასულიერო და საერო პირებს თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვავენის ეკლესიაში. რასაც მოჰყვება კამილიელი მამების სახელობის ცენტრში, საქართველოს კარიტასთან, საქველმოქმედო ტაძრის ბენფიციარებთან და წამრომადგენლებთან შეხვედრა. დღის განრიგს პაპი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მონახულებით დაასრულებს.
კვირას, 2 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამშვიდობების ცერემონიის შემდეგ, რომის პაპი გაემგზავრება.