ერთ დღეს, ახალგაზრდა გოგომ პატარა ქალაქი დატოვა. სიყვარულით და იმედებით აღსავსე, თავის საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრა უფრო დიდ ქალაქში, რომელიც სავსე იყო ახალი შესაძლებლობებით. ცოტა ხანში მან სასიამოვნო სიახლე გაიგო, რომ პატარას ელოდებოდა.
ის და მისი მეორე ნახევარი მუშაობდნენ და შეძლეს, რომ ბინა ექირავათ. ერთ დღეს, სავსებით მოულოდნელად, მისი საყვარელი ადამიანი გაუჩინარდა. ახალგაზრდა გოგო იყო განადგურებული და სასოწარკვეთილი. ცოტა ხანში, ორსულმა, ვეღარ შეძლო მუშაობა. ამის გამო, მან დაკარგა სამუშაო და ბინის ქირა ვეღარ გადაიხადა. უკან, სახლში კი აღარ მიიღეს. ის სრულიად მარტო ქუჩაში აღმოჩნდა, თავშესაფრისა და საკვების გარეშე.
ბოლოს, ახალგაზრდა გოგონა პოლიციამ იპოვა. მათ ის კარიტასის წმ. ბარბარეს დღის ცენტრში წაიყვანეს, სადაც მან ახალი სახლი და ოჯახი იპოვა. მალე პატარა ბიჭი დაიბადა. სხვადასხვა კეთილი ადამიანის დახმარებით ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ საჭირო ნივთებითა და მშვიდი ცხოვრებით.
კარიტასი დაეხმარა დედას, რომ გაევლო პროფესიული კურსები, რომლის დამთავრების შემდეგაც გოგონამ სამუშაო იპოვა. ახლა ახალგაზრდა დედას კვლავ შეუძლია, რომ უზრუნველყოს საკუთარი და თავისი პატარას მშვიდი ცხოვრება.
ჩვენ, ყველას ერთად შეგვიძლია, თოთოეული ადამიანის ცხოვრების შეცვლა.