სირცხვილს ბავშვობაში ხშირად იყენებენ, როგორც აღზრდის იარაღს — მაგრამ სინამდვილეში, სირცხვილი ბავშვში წარმოშობს შიშს, რომ არასაკმარისია. ამ შიშისთან გასამკლავებლად მან შეიძლება დაიწყოს სრულყოფილებისკენ სწრაფვა — ეცადოს იყოს იდეალური ან, პირიქით — ჩაიკეტოს, მოერიდოს ხალხს შეფასების შიშის გამო.
"როცა ვამბობთ: „რა გჭირს, არ გრცხვენია?“ — ჩვენ ამას ვამბობთ იმ იმედით, რომ ბავშვი მიხვდება, რომ არასწორად მოიქცა. მაგრამ სინამდვილეში, სინამდვილეში რას ვეუბნებით ამით ბავშვს?
• სირცხვილი არ ასწავლის პასუხისმგებლობას — ის ასწავლის შიშს.
• სირცხვილი არ აჩენს ემპათიას.
• სირცხვილი დროებით აქრობს ქცევას, მაგრამ იწვევს ტკივილს, გაუცხოებას და დაბნეულობას.
ამის საპირისპიროდ, დანაშაულის გრძნობა არის კონსტრუქციული ემოცია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ ქმედებაზე: „ცუდად მოვიქეცი“. ეს ემოცია გვაძლევს საშუალებას, ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ქცევაზე და გვიბიძგებს ცვლილებებისკენ.
„არ გრცხვენია?“
„სხვა ბავშვებს შეხედე!“
„ასე როგორ მოიქეცი, მე შემარცხვენე!“
„არ შემარცხვინო!“
„მესმის, რომ გაბრაზდი. ნეტა როგორ შეიძლება სხვანაირად მოქცეულიყავი?“
„შეცდომა მოხდა — როგორ გამოვასწოროთ?“
„შეცდომა ყველას მოსდის, სხვა დროს როგორ მოიქცევი?“
პოზიტიური ცვლილება: როგორ ავირიდოთ ზიანი?
მიიღეთ ემოცია, დაასახელეთ ქცევა: უთხარით: "ვიცი, რომ გაბრაზებული ხარ (ემოციის მიღება), მაგრამ ნივთების სროლა მიუღებელია (ქცევის დასახელება)."
ფოკუსირება ძალისხმევაზე და არა შედეგზე: შეაქეთ ბავშვი არა მხოლოდ წარმატებისთვის, არამედ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან ჩადო. ("რა კარგია, რომ არ დანებდი და ბოლომდე იბრძოლე!")
აპატიეთ საკუთარ თავს: გახსოვდეთ, რომ იდეალური მშობელი არ არსებობს. თუ შეცდომა დაუშვით, ბოდიში მოუხადეთ ბავშვს. ეს მას ასწავლის, რომ შეცდომა არ არის დასასრული, არამედ გაზრდის შესაძლებლობა.
არასდროს შეადაროთ სხვას.
შედარება აჩენს გზავნილს, რომ ბავშვი არ არის საკმარისი.
•
მიუღებელია: „ნახე, შენი მეგობარი რა ყოჩაღია, შენ კი...“
•
მისაღებია: „მე ვხედავ შენს ძალისხმევას. მოდი, ერთად ვიპოვოთ გზა, ვიცი აუცილებლად გამოგივა.
უარი თქვით საჯარო კრიტიკაზე: ბავშვის შეცდომებზე საუბარი სხვების (ნათესავების, მეგობრების) თანდასწრებით, მას თავს დაუცველად აგრძნობინებს და უნერგავს სოციალურ შფოთვას. საზღვრის დაწესება და საუბარი უნდა ხდებოდეს პირადად, დახურულ კარს მიღმა.
ფოკუსი ქცევაზე
მიუღებელია
: „რა დაბნეული ხარ, სულ გავიწყდება ნივთები!“
მისაღებია
: „ეს ნივთი უნდა წამოგვეღო. მოდი, ვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ, რომ აღარ დაგვავიწყდეს?“
ფოკუსი გრძნობებზე
მიუღებელია
:„ნუ ტირი, დიდი გოგო/ბიჭი ხარ, სირცხვილია!“
მისაღებია
: „მესმის, რომ გაბრაზებული ხარ. შეგიძლია იტირო, მე აქ ვარ. შემდეგ კი ვილაპარაკოთ.“