2025 წლის 24 სექტემბერს საქართველოს კარიტასის დირექტორი, ანაჰით მხოიანი, დანიის კარიტასის დირექტორთან, მარია კრაბე ჰამერშოისა და სხვა პირებთან ერთად შეხვდა ბატონ მოგენს ბლომს, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, სადაც ისაუბრეს საქართველოში საერთაშორისო დაფინანსებების თანმხლებ გამოწვევებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ახლა ქართველი ხალხისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიტოვების დრო არ არის. საქართველო მძიმე რეალობის წინაშე დგას და სწორედ ამიტომ მოწყვლადი ჯგუფების საერთაშორისო მხარდაჭერა აუცილებელია.
დისკუსიის დროს ხაზი გაესვა განგრძობითი დაფინანსების მნიშვნელობას ჰუმანიტარული და სოციალური ორგანიზაციების მისიის ეფექტურად განხორციელებაში. წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არსებობს ძლიერი ქსელური ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ უსაფრთხო დაფინანსების მექანიზმების შექმნა და მართვა.
საქართველოს და დანიის კარიტასი ერთგულნი რჩებიან საქართველოს მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ათასობით ადამიანის და ოჯახის ღირსების, გამძლეობისა და იმედის უზრუნველსაყოფად.