
DEKRA და საქართველოს კარიტასი ერთობლივად აწარმოებენ პროექტს საექთნო საქმის პროფესიონალების დასაქმებაში გერმანიაში. ეს არის სამართლიანი, სტრუქტურირებული და სრულად ლეგალური გზა, რომლითაც ქართველი ექთნები შეძლებენ სამუშაოს დაწყებას გერმანიაში.
არალეგალური მიგრაცია ხშირად დაკავშირებულია:
- შრომით ექსპლუატაციასთან
- დოკუმენტების პრობლემებთან
- არასანდო დამსაქმებლებთან
- სარისკო და დაუცველ პირობებთან
თუ კვალიფიციური ექთანი ხართ (45 წლამდე ასაკის) და გსურთ პროფესიული კარიერის გაგრძელება გერმანიაში — მზად ვართ დაგეხმაროთ პროცესის ყველა ეტაპზე: ენის შესწავლიდან და დიპლომის აღიარებიდან დაწყებული, დასაქმებამდე და გერმანიაში გადაყვანამდე.
ჩვენი პროგრამა გთავაზობთ:
- გერმანულის სწავლას და საერთაშორისო სერტიფიკატს
- დიპლომის ოფიციალურ აღიარებას გერმანიაში
- ვიზასა და კანონიერი დასაქმების საშუალებას
- მხარდაჭერას ყველა ეტაპზე – საქართველოშიც და გერმანიაშიც
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიულ მიგრაციას ლეგალური გზებით, რაც იცავს როგორც თქვენს უფლებებს, ისე საქართველოსა და გერმანიის კანონმდებლობას.
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/23kfnntPNNMVAqKE7