საქართველოს კარიტასი
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობა: სოციალური მუშაკი
პროგრამა/პროექტი: სოციალური დაცვისა და მიგრაციის პროგრამა:
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
ვაკანსია ღიაა: სერტიფიცირებული სოციალური მუშაკებისთვის
ხანგრძლივობა: უვადო (4 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით)
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე, თ.ერისთავის ქ.#23
ანაზღაურება: 1250-1350 ლარი (ხელზე ასაღები), ზრდის პერსპექტივით
პროგრამის შინაარსი:
პროგრამის მიზანია: მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური დახმარება და საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ღირსების დაცვა.
სამუშაო მიზანი:
სოციალური დაცვის და მიგრაციის პროგრამის სოციალური მუშაკი პასუხისმგებელია განახორციელოს პროექტებით გათვალისწინებული საქმიანობები დროულად და ეფექტურად, პასუხისმგებელია მართოს ბენეფიციარების შემთხვევები, გაუწიოს ბენეფიციარებს სოციალური მხარდაჭერა და იყოს მულტიდისციპლინარული გუნდის აქტიური წევრი.
სამუშაო ვალდებულებები:
• ახდენს სოციალური დაცვის და მიგრაციის პროგრამის სხვადასხვა პროექტის ბენეფიციარების დაკვირვებას, საჭიროების შემთხვევაში გასაუბრების ჩატარებას, პრობლემების იდენტიფიცირებას და ეხმარება მათ გადაწყვეტაში;
• საჭიროების შემთხვევაში ახდენს კარიტასის სხვა ბენეფიციარების შეფასებას და გადამისამართებას;
• ხელს უწყობს ბენეფიციარის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას;
• ავსებს საჭირო საბუთებს და ანკეტებს;
• ხელს უწყობს ბენეფიციარებმა მიიღონ სარგებელი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სოციალური პროგრამებისაგან;
• ასრულებს შუამავლის როლს ბენეფიციარის და სახელმწიფო/არასამთავრებო ორგანიზაციებს შორის;
• ხელს უწყობს ბენეფიციარებს მიეწოდოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური სერვისები;
• იღებს მონაწილეობას ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის შედგენაში;
• ახდენს კონკრეტული ბენეფიციარის შემთხვევის მართვას;
• ახდენს ბენეფიციარის სოციალური მდგომარების მიმართულებით შეფასებას;
• ახდენს მომსახურების მიწოდების პროცესში ბენეფიციარის საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიღებას და შესაბამისი რეაგირების ორგანიზებას;
• ახდენს ბენეფიციარის გარე მომსახურებაში გადამისამართებას;
• ახდენს ბენეფიციარის სოციალიზაციის ხელშემწყობას აქტივობების დაგეგმვას და ორგანიზებას;
• მოვალეა საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს ვიზიტები ბენეფიციარების საცხოვრებელ ადგილზე ან საჭირო დაწესებულებებში;
• ახდენს ბენეფიციარების ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას და მათი ჩართვას ბენეფიციარის შემთხვევის მართვაში;
• მოვალეა, საჭიროების შემთხვევაში, თან წაყვეს ბენეფიციარს სამთავრობო, თუ არასამთავრობო სოციალურ ან მსგავს სერვისში, ბენეფიციარისთვის სჭირო დახმარების უზრუნველსაყოფად;
• მისი მოვალეობაა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების მეშვეობით ბენეფიციარის საზოგადოებაში რეინტეგრაციის უზრუნველყოფა;
• დახმარებას უწევს პროგრამის მენეჯერსა და პროექტის კოორდინატორებს პროექტების აქტივობების განხორციელებაში;
• ახორციელებს საქმიანობას პროექტების კოორდინატორებთან შეთანხმებით;
• მხარს უჭერს და ეხმარება საქმიანობის ათვისებაში პროექტის მოხალისეებსა და პრაქტიკანტებს;
• მოვალეა პროექტის თანამშრომლებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სოციალურ სფეროში გატარებული ცვლილებების შესახებ;
• მოვალეა პროგრამის მენეჯერს დროულად აცნობოს პოტენციური პრობლემების შესახებ და მისცეს რეკომენდაცია მათი გადაწყვეტის შესახებ;
• მოვალეა უზრუნველყოს კოორდინატორებისთვის ყოველთვიური ინფორმაციის მიწოდება განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
• მოვალეა იყოს პროგრამის/ორგანიზაციის სოციალურ მუშაკთა სამუშაო ჯგუფის აქტიური წევრი და საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს კონსულტაცია ორგანიზაციის სხვა ბენეფიციარებსა თუ თანამშრომლებს.
• პასუხისმგებელია პროექტების ინვენტარზე, რომელიც ერიცხება;
• პასუხიმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე;
• მოვალეა პროექტების განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით;
• მოვალეა იყოს პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი;
• მოვალეა მონაწილეობა მიიღოს პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში;
• მოვალეა მონაწილეობა მიიღოს პროექტების თანამშრომელთა რეგულარულ შეხვედრებში და ხელი შეუწყოს პროექტის განვითარებას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება, გამოცდილება, უნარები
აუცილებელია:
• სოციალური მუშაკის სერტიფიკატი ან ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომი სოციალური მუშაობაში (დიპლომის ან სერტიფიკატის არმქონე კანდიდატები არ განიხილება)
• სოციალურად დაუცველ პირებთან ურთიერთობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
• კომუნიკაციის კარგი უნარები, თბილი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ნებისმიერი ბენეფიციარის მიმართ
• გუნდში მუშაობის გამოცდილება
• წერითი და ანალიტიკური უნარები
• ქართული და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
სასურველია:
• ინგლისური ენის ცოდნა
• ხანდაზმულებთან და შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები
აუცილებელია:
• გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
• პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
• მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
• წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
• როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
• სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
• მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას
• კეთილგანწყობა, თბილი მიპყრობა ნებისმიერ ბენეფიციართან
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: nikoloz.amirejibi@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში (წერილის თემაში) აუცილებლად მიუთითოთ: „სოციალური მუშაკის ვაკანსია“.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 14.01.2024
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge;
https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/;