საქართველოს კარიტასი
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობა: კონდიტერი
პროგრამა/პროექტი: ინკლუზიური სოციალური კაფე
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
ხანგრძლივობა: გრძელევადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო მიზანი:
ინკლუზიურ კაფეში შეფ კონდიტერის დახმარება და მენიუს მიხედვით პროდუქციის დროულად და ხარსხიანად მომზადება.
სამუშაო ვალდებულებები:
** სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობისა და პროცესის მართვა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი/შეფასება;
** კერძების მომზადება თანამედროვე ტენდენციებისა და სტანდარტებისა გათვალისწინებით;
** საკონდიტრო ნაწარმის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა;
** ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** პროდუქციის ხარისხისა და ვადები მუდმივი კონტროლი;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
**
** კერძების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მენიუს შემუშავება და განახლება ადგილობრივი, სეზონური თუ თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით;
** ახალი მენიუს დეგუსტაციის ორგანიზება;
** აღწერის ორგანიზება/ჩატარება;
** ჩამოწერების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება, გამოცდილება, უნარები
აუცილებელია:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** პროფესიული განათლება კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიონალურ ტექნიკასთან გამოცდილება;
სასურველია:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები
აუცილებელია:
- გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
- პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
- მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
- წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
- როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
- სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე: davit.rjoiani@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: პოზიცია
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 17 .12.2023
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/;