11 და 12 სექტემბერს გერმანიის ქალაქ მიუნხენში რიგით ოცდამესამე საერთაშორისო კონგრესი რენოვაბისი ჩატარდა. ღონისძიების მონაწილე, ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს კარიტასიც იყო.
წლების განმავლობაში კონფერენცია აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. მისი მთავარი თემა იყო ,,ურბანული ეკლესია, პასტორალური ზრუნვის უზრუნველყოფის გამოწვევები აღმოსავლეთსა და დასავლეთში.’’
კონგრესზე სიტყვით საქართველოს კარიტასის დირექტორი – ანაჰით მხოიანი გამოვიდა და საქართველოში არსებულ დიაკონიის (კათოლიკური ეკლესიის სოციალური მსახურება) მაგალითებზე ისაუბრა. გამოსვლაში მან განიხილია დიაკონიის მნიშვნელობა მოწყვლადი ჯგუფებისათვის: ,, ეკლესიის სოციალური მსახურების მთავარი ამოცანაა ხალხის დახმარება და მათთან ერთად გასაჭირთან ბრძოლა. კარიტასი რამდენიმე განხრით მუშაობს, ჩვენ არ ვაკეთებთ კონცენტრირებას მხოლოდ ცალკეული პირების დახმარებაზე, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ხალხში საზოგადოებრივი კავშირებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე.“
რენოვაბისი საქართველოს კარიტასის ერთ-ერთი ერთგული პარტნიორია. მისი დახმარებით საქართველოში უამრავი საქველმოქმედო პროექტი ხორციელდება. საქართველოს კარიტასისთვის კონგრესში მონაწილეობის მიღება ქართული კათოლიკური ეკლესიის სოციალური მსახურების შესახებ ხმის გავრცელების შესანიშნავი შესაძლებლობა იყო.
იხილეთ ანაჰით მხოიანის მთლიანი სიტყვა:
https://caritas.ge/index.php?do=download&id=2