მე მიხეილ ოდიშვილი ვარ, 19 წლის. უკვე სამი წელია, რაც საქართველოს კარიტასის მოხალისე ვარ. ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების სურვილი გამიჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვიყავი ამ საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარი. მე კარგად ვხედავდი თუ რას აკეთებდა საქართველოს კარიტასი ხალხისთვის და მეც გამიჩნდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ამ ოჯახის წევრი. მაგრამ არა როგორც ბენეფიციარი, არამედ როგორც მოხალისე. მინდოდა მეც შემეტანა ჩემი წვლილი იმ საქმეში, რომელსაც საქართველოს კარიტასი ახორციელებს.
თავიდან, როდესაც ჩემი საწადელი ავიხდინე და გავხდი მოხალისე, ცოტა მერიდებოდა პროექტებში აქტიურად ჩართვა, თუმცა ჩემი მეგობრების, „ჩემი მოხალისეების“ წყალობით ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. მე აღარ ვარ ისეთი მორიდებული როგორც უწინ.
ხანდახან ვფიქრობ, რომ შეიძლება ბევრია ჩემს მსგავსად ვისაც სურთ, რომ აკეთონ ისეთი კეთილი საქმე, როგორსაც ჩვენ ვანხორციელებთ და ვერ ბედავენ მოსვლას. უნდათ ცადონ თუმცა რაღაც იჭერთ, რის გამოც ვერ ბედავენ, რომ გამოსცადონ ის ბედნიერება და სიამოვნება, რასაც ჩვენ განვიცდით როდესაც ჩვენით კმაყოფილ და ბედნიერ ადამიანებს ვხედავთ.
მე ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი დრო და ფუჭად არ გავფლანგო, მივმართო მათკენ ვისაც ჩემი დახმარება სჭირდება. ვარ ბევრ პროექტში ჩართული ხოლო გამორჩეულად, ,,ხელოვნების სტუდიაა“ სადაც ყოფნა დიდ სიამოვნებასა და გამოცდილებას მანიჭებს. არ ვიცი მსგავსი რამის მიღება სადმე თუა შესაძლებელი. „გახდი მოხალისე“ ეს ისაა, რასაც შენი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა შეუძლია!