17 სექტემბერი, 2018 – „საქართველოს კარიტასის“ დირექტორი, თანამშრომლებთან ერთად, სოფელ წერეთელში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) სომხური სკოლის გახსნას დაესწრო.
სკოლის ოფიციალურ გახსნას ბავშვები, მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, რომლებსაც სახეზე ღიმილი არ მოშორებიათ, რადგან ყოველთვის სასიხარულოა ახალი სასწავლო წლის გაუმჯობესებულ და განახლებულ სკოლაში დაწყება.
ჩვენ, „საქართველოს კარიტასის“ წვერები სიამაყით გაცნობებთ, რომ ძველ და დაზიანებულ სკოლში, სარემონტო სამუშაოები საქველმოქმედო ფონდის განვითარების პროგრამის ძალისხმევითა და გერმანული ორგანიზაციის „რენოვაბისის“ დაფინანსებით განხორციელდა.