შინმოვლის პროექტის ფარგლებში, საქართველოს კარიტასი ხელს უწყობს საექთნო განათლების განვითარებას. ამასთან დაკავშირებით, 2017 წლის 15 ნოემბერს, სასტუმრო “ქორთიარდმარიოტში” საექთნო განათლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ცენტრებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოს კარიტასისა და საქართველოს ექთნების ასოციაციის მიერ წარმოდგენილი პროგრამის ცვლილებები. სამუშაო ჯგუფის მიზანია საგანმანათლებლო სტანდარტის ევროპული მოთხოვნების შესაბამისად შემუშავება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი ანაკელნერი და გერმანიის კარიტასის კონსულტანტი მანუელ ბენტლერი.