2017 წლის 24 მაისს, საქართველოს კარიტასმა გორში მოხალისეთა ცენტრი გახსნა და ახალი მოხალისეებისთვის პირველი შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრას 11 მოხალისე დაესწრო და ყველა მათგანმა გამოთქვა გორში არსებულ პროექტებში: „შინმოვლა“ ან „ტანსაცმლის დარიგების პუნქტი“ მონაწილეობის მიღების სურვილი.
შეხვედრის განმავლობაში, „შინმოვლის“ პროექტის თანამშრომლებმა და მოხალისეთა ოფიცერმა, ინგა ჩხეიძემ, ახალ მოხალისეებს აუხსნეს და ელაპარაკნენ საქართველოს კარიტასის მუშაობის პრინციპებზე, პროექტების სტრუქტურაზე, ორგანიზაციის ეთიკასა და სხვა ორგანიზაციულ საკითხებზე.
მოხალისეთა ცენტრის გახსნის შემდეგ, 28 ივნისს მოხალისეემა დაიწყეს ახალი პროექტის: „ტანსაცმლის დარიგების პუნქტი“ განხორციელება. მათ მიიღეს და დაარეგისტრირეს 20-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომლებიც რეგულარულად, უფასოდ მიიღებენ ტანსაცმელს. ამავე დროს, მოხალისეების რაოდენობა საქართველოს კარიტასის გორის ცენტრში 17-მდე გაიზარდა.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა მოხალისეს გაწეული შრომისთვის და მხარში დგომისთვის.