2017 წლის 23 იანვარს, ქ. ვალეში ოფიციალურად გაიხსნა ახალგზარდული საგანმანათლებლო ცენტრი „მშვიდობა“. ცენტრში 6-18 წლამდე ასაკის ბავშვებს საშუალება ექნებათ თავისუფალი დრო დაცულ და მეგობრულ გარემოში გაატარონ. ბავშვებთან იმუშავებენ კვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც ახალგაზრდებს სასკოლო დავალებების მომზადებაში დაეხმარებიან, შეასწავლიან ინგლისურ ენას და კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.
პროექტის გახსნაზე, მოწვეულ სტუმრებს შორის, იყვნენ ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოს კარიტასის დირექტორი ანაჰით მხოიანი, საქართველოს კარიტასის ბავშვების და ახალგაზრდების პროგრამის მენეჯერი დავით ყარყარაშვილი, ქ. ვალეს გამგებელი ელიოზ ბარბლიშვილი, ქ.ვალეს დეპუტატი გოგიტა ზაქროშვილი.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის დონორებს (კარიტას ამბროზიანა), მამა მიხეილ სურმავას, მასწავლებლებს, მოხალისეებს და ყველას, ვინც ცენტრის დაარსებაში მიიღო მონაწილეობა.