2016 წლის 2 დეკემბერს დასრულდა საქართველოს კარიტასის ფორმაციული შეხვედრები. შეხვედრა ასევე ჩატარდა 11-12 ნოემბერს და მთავარი თემა იყო მშვიდობა. მოწვეული პროფესორები, სტუმრები და სასულიერო პირები განიხილავდნენ, საუბრობდნენ მშვიდობასა და მის მნიშვნელობაზე.
ფორმაციული შეხვედრები კარიტასის თანამშრომლებისთვის ტარდება 2011 წლიდან. იგი მიზნად ისახავს საქართველოს კარიტასის თანამშრომლების სულიერ ინსპირაციასა და ინფორმირებას. შეხვედრები იმართება წელიწადში რამოდენიმეჯერ, სხვადასხვა ხანგრძლივობით და ყოველთვის ფორმაციული ხასიათი აქვს. თითო შეხვედრას თავისი სპეციალური თემა გააჩნია და შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა: ბიბლიური ინსპირაცია, სულიერი პირებისა და უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები, პრეზენტაციები, ჯგუფური სამუშაო, ლაბორატორიუმები და დაპატიჟებული სტუმრების პირადი გამოცდილება.
სურათებისთვის გადადით ლინკზე: https://caritas.ge/photo-gallery/