2016 წლის 27 ივნისს – 1 ივლისს საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მენეჯერი გაიოზ ყუბანეიშვილი, პროგრამის ოფიცერი ია ადეიშვილი და „შინმოვლის“ პროექტის კოორდინატორი მაია მიქაძე სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ კარიტას ალბა ლულიას, რუმინეთში.
ვიზიტის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება შინმოვლის სერვისების და ტრენინგების განხორციელების სფეროში წარმატებული მაგალითების და გამოცდილების საქართველოში გავრცელების მიზნით.
სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა შინმოვლის სერვისების განხორციელების, სასწავლო და სარეაბილიტაციო ცენტრებს მუშაობის გამოცდილება გაიმდიდრეს.
ვიზიტის დროს მიღებული გამოცდილებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციურ ტექნოლოგიებს კინესტეტიკის, რეაბილიტაციისა და ჭრილობებისა მოვლის თანამედროვე მეთოდების სფეროში.
მიღებული გამოცდილება საქართველოს კარიტასის სამედიცინო გუნდისათვის იქნება შემდგომი დისკუსიების, შეფასების და დანერგვის საგანი.
სასწავლო ვიზიტი განხორციელდა პროექტ „შინმოვლის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის კარიტასისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.