სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობა: აღმზრდელი
მომსახურება/პროექტი: მცირე საოჯახო ტიპის სახლი მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის
დასაქმების ტიპი: 100 % დატვირთვა. სამუშაო დრო განისაზღვრება უშუალო ხელმძღვანელის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, რომელსაც დასაქმებული ეცნობა ყოველი თვის 01 რიცხვამდე; 24-საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს, მათ შორის უქმე დღეებში, 10:00 საათიდან მეორე დღის 10:00 საათამდე. ვაკანსია ღიაა: ყველა დაინეტრესებული პირისთვის.
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, 6 თვემდე გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: გარდაბნის რ-ნი, სოფ. მარტყოფი
სამუშაო მიზანი:
მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა;
მცირე საოჯახო ტიპის სახლის მიზანია - მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახთან მიახლოებული გარემოთი უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება.
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო განრიგის მიხედვით გათავალისწინებულ საათებში ზრუნავს ბავშვებზე და მსტ სახლში უსაფრთხო ატმოსფეროზე;
- მეთვალყურეობას უწევს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას;
- ზრუნავს ბავშვების კვებაზე;
- ზრუნავს ბავშების ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე;
- ზრუნავს ბავშების საჭიროებებზე (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, პირადი ნივთები და ა.შ)
- ზრუნავს ბავშვების ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
- ზრუნავს ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე და აწვდის მათ ინფორმაციას სასიცოცხლო, ჯანმრთელობისა და თვითმოვლის უნარ-ჩვევების შესახებ;
- რთავს ბავშვებს არაფორმალური განათლების აქტივობებში და ზრუნავს მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე მათივე ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად;
- საჭიროების შემთხვევაში ეხმარება განათლების საბაზისო ელემენტების განმტკიცებაში (წერა-კითხვა, ანგარიში);
- ზრუნავს ბავშვების დასვენებასა და გაჯანსაღებაზე;
- ბავშვებს, მათივე ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად რთავს სხვადასხვა სპორტულ, გასართობ და ინტელექტუალურ-შემეცნებით აქტივობებში და ზრუნავს მათ სოციალურ განვითარებაზე;
- აწარმოებს პროგრესის ჩანაწერებს მომსახურების ინდივიდუალური გეგმის იმ მიზნებთან მიმართებაში, რომელიც აღმზრდელის ჩართულობას მოითხოვს;
- ზრუნავს ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახთან და ნათესავებთან კავშირის აღდგენაზე, გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე;
- თანამშრომლობს ბავშვის აღზრდაში ჩართულ აქტორებთან (ბავშვის კანონიერ წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ექიმი, პედაგოგი და ა.შ. )
- მსტ სახლის აღმზრდელი პასუხისმგებელია ბავშვის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ პერიოდული წერილობითი ანგარიში წარუდგინოს მსტ სახლის ლიდერს, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულ ანგარიშს წარუდგენს პროგრამის მენეჯერს.
- სამუშაო საათების დასრულებისას შემცვლელ მორიგე აღმზრდელს გადააბარებს/უტოვებს საჭირო ინფორმაციას (მის მორიგეობასთან დაკავშირებული) და მოწესრიგებულ მსტ სახლის სივრცეს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება პედაგოგიურ ან სოციალურ მეცნიერებებში; სასურველია გავლილი ჰქონდეს აღმზრდელის სატრენინგო კურსი, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან);
- ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება; (სასურველია რთული ქცევის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
- კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
- საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა
- წერითი და ანალიტიკური უნარები
პიროვნული მახასიათებლები:
- სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა;
- მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი;
- წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება;
- პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური;
- გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა;
- სასურველია: ქველმოექმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა
- ემპათიური;
ჰონორარი/ ხელფასი:
- ხელზე ასაღები ხელფასი 862,00 ლარი
განსაკუთრებული პირობები:
შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე კანდიდატი ეცნობა ორგანიზაციის „თანამშრომელთა შიდა წესებს და რეგულაციებს“, შიდა პოლიტიკის დოკუმენტებს, როგორიცაა: „ქცევისა და ეთიკის კოდექსი“, „ბავშვთა და მოწყვლად ზრდასრულთა უსაფრთხოების პოლიტიკა“ და სხვ.(პოლიტიკის დოკუმენტები იხ ვებ გვერდზე https://caritas.ge). შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კანდიდატი ეთანხმება ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ ყველა პოლიტიკის დოკუმენტს, შრომითი ხელშეკრულების პირობებს და სამუშაო აღწერით განსაზღვრულ თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებას.
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართებზე : tamar.sharashidze@caritas.ge; tamar.bliadze@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ სასურველი პოზიცია - „აღმზრდელი“
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:
განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 23.10.26
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 05.11.26
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;
[xfgiven_newsgallery image="1" scr]