21 აპრილს საქართველოს კარიტასმა მიიღო ახალი „European Voluntary Service“-ის აკრედიტაცია. ამ მომენტიდან რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს კარიტასს შეუძლია მიიღოს მოკლევადიანი მოხალისეები საზღვარგარეთიდან. ეს პროგრამა აძლევს ჩვენს ორგანიზაციას შესაძლებლობას უფრო კარგად, უფრო გულიანად დაეხმაროს გაჭირვებულ ადამიანებს. მოხალისეებს საზღვარგარეთიდან მოაქვთ ახალი შთაგონება, ახალი მოტივაცია და გამოცდილება ჩვენი მოხალისეებისთვის, თანამშრომლებისთვის და ბენეფიციარებისთვის.