ააიპ საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ 1994 წლის 3 ნოემბერს კათოლიკე ეკლესიამ დააარსა და დღემდე აქტიურად მუშაობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების, ჰუმანიტარული, სოციალური, ჯანმრთელობისა და განვითარების სფეროში, ეხმარება საქართველოს მოწყვლად მოსახლეობას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქველმოქმედებისა და სამართლიანობის დამკვიდრებას.
საქართველოს კარიტასი დაარსების დღიდან ემსახურება საქართველოს უპოვარ მოსახლეობას. ის ცდილობს ისეთი ქართული საზოგადოების შექმნას, რომელიც დაიცავს თითოეული ადამიანის ღირსებას და მათ ფუნდამენტურ უფლებებს, რათა ქვეყანაში დამყარდეს მშვიდობა, სამართლიანობა, გულმოწყალეობა, სოლიდარობა და საზოგადოებრივი ინტერესი დომინირებდეს ინდივიდუალურ ინტერესებზე.
პოზიციის აღწერა
მოხალისეობის კოორდინატორი პასუხისმგებელია ისეთი აქტივობების განხორციელებასა და კოორდინაციაზე, რომლებიც გააძლიერებს თემს და ხელს შეუწყობს “საქართველოს კარიტასის” მისიისა და მიზნების შესრულებას.
მოხალისეობის კოორდინატორი მჭიდროდ თანამშრომლობს პროგრამის ოფიცერთან და მისი ზედამხედველობის ქვეშ ახორციელებს სტრატეგიულ ინიციატივებს.
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი
ხელფასი - 525 ლარი (დარიცხული)
ადგილმდებარეობა - ახალციხე
ძირითადი მოვალეობები
- სამხრეთ საქართველოში მოხალისეობრივი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც შეესაბამება ორგანიზაციის მიზნებს.
- ახალი მოხალისეების შერჩევის პროცესის კოორდინაცია
- რეგისტრირებული მოხალისეების განცხადებებისა და ხელშეკრულებების ორგანიზება.
- ადგილობრივი და საერთაშორისო მოხალისეების როლების განვითარებაში დახმარება და სტრატეგიების შექმნა პროექტებში მათი აქტიური ჩართულობისათვის.
- მოხალისეებისთვის მხარდაჭერის გაწევა და პრობლემების გადაჭრაში დახმარება.
- მოხალისეთა ჩართულობისა და შესრულებული აქტივობების ზუსტი მონაცემების შეყვანა და მართვა შესაბამისი სისტემებით.
- პროექტების გავლენის მონიტორინგი ადგილობრივ დონეზე და რეკომენდაციები მათი გაუმჯობესებისთვის.
- მოხალისეებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.
- პროგრამის ოფიცრისთვის ყოველთვიური ანგარიშების მომზადება განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების შესახებ.
კვალიფიკაცია
აუცილებელი
- ახალგაზრდებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- ძლიერი ორგანიზაციული უნარები.
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
- ინგლისური ენის საშუალო ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნა.
- გამოცდილება მონაცემთა შეგროვებასა და ანგარიშგებაში.
- კომუნიკაბელურობა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თავიანთი CV უნდა გამოაგზავნონ 2025 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tekla.bokhua@caritas.ge