2016 წლის 7 და 8 აპრილს საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მენეჯერი ბ-ნი გაიოზ ყუბანეიშვილი, შინმოვლის პროექტის კოორდინატორი ქ-ნი მაია მიქაძე და ტრენერთა კოორდინატორი ქ-ნი ჟანა პეტროსიანი სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ სომხეთის კარიტასს.
ვიზიტის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება შინმოვლის სერვისების და საექთნო განათლების განვითარების საკითხებში. ვიზიტის დროს საქართველოს კარიტასის წარმომადგენლებმა მოინახულეს შინმოვლის პროექტის ბენეფიციარები და შეხვდნენ გიუმრის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის დირექტორს, პედაგოგებს და სტუდენტებს.
ვიზიტის დროს ასევე, გაიმართა შეხვედრა სომხეთის კარიტასის დირექტორთან ბ-ნ გაგიკ ტარასიანთან და ეროვნული შინმოვლის პროექტის მენეჯერთან ქ-ნ ფლორა სარგსიანთან. შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ კოლეგები სომხეთის კარიტასიდან სულ მალე ესტუმრებიან საქართველოს კარიტასს.