კარიტას ევროპის პრეზიდენტის, მაიკლ ლანდაუს სამადლობელი სიტყვა საქართველოს კარიტასის თანამშრომლებისთვის, ორგანიზაციის 30 წლის იუბილეს ღონისძიებაზე:
ძვირფასო კოლეგებო!
ძვირფასო კოლეგებო!
ძვირფასო მოხალისეებო! ძვირფასო თანამშრომლებო! პატივცემულო სტუმრებო!
ძვირფასო საქართველოს კარიტასის პრეზიდენტო! თქვენო უმაღლესობავ!
ძვირფასო ანაჰით! ქალბატონებო და ბატონებო!
მინდა ჩემი სიტყვა დავიწყო უდიდესი მადლიერების გამოხატვით:
დღევანდელი შეხვედრებისა და საუბრების წყალობით , უკვე მქონდა შესაძლებლობა, რომ თქვენი მუშაობის შესახებ ცოტა რამ შემეტყო. ამ ყველაფერმა, რაც თქვენგან მოვისმინე, ვისწავლე და განვიცადე, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
თქვენ ყველა საოცარ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ!
თქვენ, ძვირფასო კოლეგებო, ხალხს იმედს უბრუნებთ!
თქვენ ცვლით ცხოვრებას და საზოგადოებას უკეთესობისკენ!
თქვენ ნათელად აჩვენებთ, რომ ეკლესია და სახარება არ არის მხოლოდ თეორია, არამედ მნიშვნელოვანი და დადებითი ძალა საერთო კეთილდღეობისთვის და ადამიანზე ორიენტირებული საზოგადოებისთვის, სადაც არავინ დარჩება უკან.
თანაბარ შესაძლებლობებზე დაფუძნებული საზოგადოება, სადაც ყველას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს და სადაც პატივს სცემენ ყველას ღირსებას: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიდან დაწყებული, ადამიანებით, რომლებიც უსახლკაროდ არიან ან განიცდიან სიღარიბეს, სიცოცხლის ბოლო ეტაპზე მყოფ ხანდაზმულებამდე, რომლებსაც მოვლა და მზრუნველობა ესაჭიროებათ.
თქვენ ყველანი ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელები ხართ, თქვენ შთააგონებთ იმ სამყაროს, რომელშიც ხალხი გაერთიანებულია, სადაც ისინი ზრუნავენ ერთმანეთზე და არავის ტოვებენ უყურადღებოდ.
ქალბატონებო და ბატონებო!
კარიტასი ნიშნავს საჭიროების დანახვასა და მასზე რეაგირებას. ეს გულისხმობს საზოგადოების წევრებს შორის ერთმანეთის დახმარებას, განურჩევლად იმისა თუ ვის სჭირდება ეს - ახლოს მყოფთ თუ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც და როდესაც ეს დახმარება არის საჭირო.
ამიტომ, ძალიან მოხარული ვარ, რომ მე და ალისტერ დატონი, კარიტას ინტერნაციონალისის გენერალური მდივანი, ხვალ შევძლებთ პროექტების მონახულებას და თქვენი მნიშვნელოვანი სერვისების უკეთ გაცნობას.
კარიტასის ძალა მის ყოველდღიურ საქმიანობაში მდგომარეობს:
ყველაფერი, რაც მრავალ ადგილას ხდება: აქ, თქვენს ლამაზ ქვეყანაში, ეროვნულ კარიტასში 46 ქვეყანას შორის, რომელიც ნაწილია ევროპის კარიტასისა და მთლიანად კარიტას ინტერნაციონალისის მსოფლიო ქსელში, -ძალიან მიხარია, რომ ჩვენი პრეზიდენტი არქიეპისკოპოსი ისაო კიკუჩი ახლა კარდინალად დაინიშნა.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია არ გამოგვრჩეს მხედველობიდან, როდესაც ზოგჯერ ისეთი შეგრძნება გვეუფლება, რომ თითქოს ძალიან ცოტანი ვართ: ჩვენ ვართ უფრო დიდი საზოგადოების ნაწილი, საბოლოო ჯამში, ღვთის მომლოცველი ხალხი, რომელიც მოგზაურობს ჩვენთვის მინდობილ ამ დროში...
დაკავშირებულნი ქრისტესთან; დაკავშირებულნი ყველა მათგანთან, ვინც ჩვენზე ადრე წავიდა ამქვეყნიური ცხოვრებიდან და ვისზეც შეიძლება დღეს მადლიერებით ვფიქრობდეთ; ასევე გარდაცვლილი მოხალისეები და ყველა თანამშრომელი, ვისთვისაც ვლოცულობთ.
ძვირფასო კოლეგებო!
კარიტასი გუნდური მუშაობაა:
პროფესიული სტანდარტების პატივისცემა, რადგან სამუშაო უნდა იყოს კარგი და არა მხოლოდ კეთილგანწყობილი. რომის პაპმა ბენედიქტემ ეს ნათლად თქვა თავის ენციკლიკაში "Deus Caritas est" – „ღმერთი არის სიყვარული“..
მაგრამ საქმეს, რომელიც გვაერთიანებს, ასევე სჭირდება სიხარული და იმედი, ფესვგადგმული სახარებაში: გული, რომელიც ხედავს. ეს არის ის, რაც გვანიჭებს უნიკალურობას და სცდება მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის კარგი საქმიანობის ფარგლებს.
ჩვენ ერთად ვართ ეკლესია.
ამ თვალსაზრისით, იმედი მაქვს, რომ თქვენ შეძლებთ განიცადოთ, გაიზიაროთ და გადაიტანოთ ეს სიხარული თქვენს საქმიანობასა და ადამიანებთან შეხვედრებში.
და, უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენ ყველანი დღეს აქ ცხადყოფთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს: თქვენ იწვევთ ადამიანებს, ერთად შეცვალონ სამყარო თქვენთან ერთად, იმედითა და რწმენით.
ეს ასევე ემყარება იმ რწმენასა და გამოცდილებას, რომ ჩვენთვის, როგორც ადამიანებისთვის, აუცილებელია გამოვცადოთ საკუთარი თავი, რადგან ჩვენ, როგორც ადამიანებს შეგვიძლია კეთილ საქმეში წვლილის შეტანა.
თქვენ სიღარიბესა და გარიყულობას რიცხვებს მიღმა სახეს აძლევთ. თქვენ ყოველთვის ხართ გარკვეულწილად ელჩები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხვდებით, თავიანთი ცხოვრებით, ისტორიით, გამოცდილებითა და საკუთარი რეალობით.
მე ვისწვლე, რომ ფაქტების უარყოფა შეიძლება, მაგრამ სახეების – არა.
ძვირფასო კოლეგებო!
თქვენ აღნიშნავთ იუბილეს: იყურებით უკან და ასევე იყურებით წინ.
შემიძლია ვისარგებლო ამ მხიარულ, სადღესასწაულო და ამავდროულად ნაცნობ გარემოში და აღვნიშნო ის საკითხები, რომელიც განსაკუთრებით მნივნელოვანი გახდა ჩემთვის ამ წლების განმავლობაში, მას შემდეგ რაც დავიწყე მუშაობა კარიტასის დირექტორად 1995 წელს, შემდგომ ვენის არქიეპარქიაში და ბოლოს პრეზიდენტად ავსტრიის კარიტასში.
პრელატმა ლეოპოლდ უნგარმა, ჩემმა წინამორბედმა, როგორც ვენის კარიტასის ხელმძღვანელმა და ავსტრიის კარიტასის პრეზიდენტმა მრავალი წლის განმავლობაში, თქვა ორი რამ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის.
ერთის მხრივ, მან თქვა: ქრისტემ ეკლესია დააარსა წინააღმდეგობის ნიშნად, რომ ბევრი რამ გამოვცადოთ საკუთარ თავზე და ვეცადოთ ვაკეთოთ კეთილი საქმე, და არა ყველაფერზე თანხმობის თქმისთვის.
ანდა ვიფიქროთ ვატიკანის მეორე კრების სიტყვაზე, ეპისკოპოსთა მსოფლიო ასამბლეის პაპთან ერთად: ჩვენ არ უნდა შევთავაზოთ სიყვარულის საჩუქრად ის, რაც უკვე სამართლიანობისგან არის გათვალისწინებული; ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ბოროტების მიზეზებს და არა მხოლოდ სიმპტომებს.
როგორც კარიტასი, ჩვენი ძირითადი მისიის - საჭიროებისა და მასზე ქმედების მიღმა, ჩვენ ყოველთვის უნდა ვესწრაფოდეთ ამ საჭიროებებისა და ტანჯვის ძირითადი მიზეზების გამოკვლევასაც, და ამგვარად ხელი შევუწყოთ სოციალურ სამართლიანობას და ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც დაცულია საერთო კეთილდღეობა და სადაც ადამიანებს მომავლის იმედი ექნებათ.
ლეოპოლდ უნგარმა ასევე თქვა, რომ იგი იყო გულმოდგინე მონოთეისტი, იმ გაგებით, რომ მისთვის მხოლოდ ღმერთია ღმერთი და არავინ და არაფერი სხვა. ჩვენ არ ვართ მსახურები, არამედ გათავისუფლებისკენ ვიწევთ და არ უნდა გვეშინოდეს.
რა გვაიძულებს გავიზარდოთ გადაწყვეტილებისათვის და შინაგან თავისუფლებისათვის? ეს ორი ურთიერთკავშირშია...
მოდით, დავასრულებ ჩემს სიტყვას სახარებიდან სამი მოკლე ისტორიის გახსენებით, რომლებიც ალბათ თქვენთვის ნაცნობია:
პირველი - ემაუსის ისტორია, მეორე - პურის სასწაულებრივი გამრავლება და მესამე - ქორწილი კანაში.
სახარებაში მოთხრობილია ორი მოწაფის შესახებ, რომლებიც ემაუსისკენ მიემართებოდნენ, სადაც მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე შეუერთდა მათ გზაში, თუმცა ვერ იცნეს იგი საღამომდე, სანამ პურს არ გატეხდნენ. მათ ერთმანეთს უთხრეს: "განა ჩვენი გულები არ ღელავდა, როცა გზაში გვესაუბრებოდა და წერილებს განგვიმარტავდა?"
დავფიქრდეთ: რა ვითარება იყო? უფალი აღმდგარი იყო, მაგრამ ხალხმა ჯერ არ იცოდა. დღეს ალბათ ამ მდგომარეობაში მედიას მივიწვევდით.
რა გააკეთა იესომ? იგი მხოლოდ ორ მოწაფესთან ერთად გაემართა გზაზე. და მან დაუთმო მათ საჭირო დრო, რათა გაეგოთ წერილების აზრი. მხოლოდ ორი მოწაფე, მეტი არა... ამიტომ ნუ შეგვეშინდება, როცა მცირენი ვართ. სიკეთე ვრცელდება არა იმიტომ, რომ ჩვენ დიდნი ვართ, არამედ იმიტომ, რომ ღმერთია დიდი.
მეორე ბიბლიური თხრობა პირველი სახარების მონაკვეთის გაგრძელებაა: პურის სასწაულებრივი გამრავლება.
რა მდგომარეობა იყო აქ, რომელიც სხვადასხვა ტრადიციაში ოდნავ განსხვავებულადაა აღწერილი:
ბევრი მშიერი ადამიანი იყო და ძალიან ცოტა საჭმელი ჰქონდათ. მოწაფეები თქვეს: "გაუშვი ხალხი შინ. ასე არ გამოვა." იესო კი პასუხობს მოწაფეებს: "თქვენ მიეცით მათ საჭმელი" (ლუკა 9,13).
მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ მოწაფეებს ალბათ ძალიან ცუდად უნდა ეგრძნოთ თავი, როცა დაიწყეს ხუთი პურისა და ორი თევზის დარიგება - ეს იყო ყველაფერი, რაც ჰქონდათ.
მაგრამ იცით, როგორ დასრულდა: ყველამ ჭამა და ნარჩენებით 12 კალათა აავსეს...
ძვირფასო კოლეგებო! ძვირფასო მეგობრებო! ღმერთს შეუძლია ბევრი რამ გააკეთოს იმ მცირედით, რაც ჩვენს ხელთაა; მეტი, ვიდრე წარმოგვიდგენია. და ზოგჯერ საჭიროა ამ მცირედის გაშვებაც, რადგან გვჭირდება ცარიელი ხელები, რომ გავხსნათ მისი სიყვარულის ძღვენი და შემდგომ გავავრცელოთ იგი...
და მესამე სახარებისეული მონაკვეთი არის ქორწილი კანაში, სადაც იესომ წყალი ღვინოდ აქცია, მარიამის მშვენიერი სიტყვებით: "რასაც გეტყვით, ის გააკეთეთ."
ამ მონაკვეთზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. დღეს მე ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას:
ჩემთვის ვფიქრობ, თუ ღვინო გამოელიათ, ალბათ საკმაოდ დიდი ზეიმი უნდა ყოფილიყო. იესო და დედამისი იქ იყვნენ, მაგრამ არაფერი გვესმის იმის შესახებ, რომ ისინი უკმაყოფილოები იყვნენ ამ აშკარად დიდი დღესასწაულით.
რისი თქმა მინდა: გარდა მთელი ნდობის, ერთგულებისა და მსახურების მთელი სერიოზულობისა, ზეიმიც ჩვენი რწმენის ნაწილია.
დღეს შესანიშნავი შემთხვევაა იმისათვის, რომ ვიზეიმოთ და გავიზიაროთ სიხარული და ნდობა, რომელიც გვაერთიანებს. მადლობას გიხდით კარიტას ევროპის სახელით და პირადად იმისთვის, რომ საშუალება მომეცით, ვყოფილიყავი ამის ნაწილი!
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას! მთელი გულით გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს მომავალში. უფალი გფარავდეთ თქვენ, საქართველოს კარიტასს და თქვენს მშვენიერ ქვეყანას!